თბილისში ერთ-ერთ ქუჩას კახი კავსაძის სახელი დაერქვა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკახი კავსაძე
კახი კავსაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
კახი კავსაძის სახელი კრწანისის რაიონში ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევს ეწოდა.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული ქართველი მსახიობის კახი კავსაძის სახელი მიენიჭა, ნათქვამია თბილისის საკრებულოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კახი კავსაძის სახელი კრწანისის რაიონში ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევს ეწოდა.
კავსაძის ქუჩა ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩას ჩახრუხაძის ქუჩასთან დააკავშირებს.
85 წლის კახი კავსაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.
კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
ყვითელი ამბები
„ჩემი გული შენია მუდამ და ყოველთვის...“ – კახი კავსაძის შვილიშვილის ემოციური პოსტი
ათწლეულების განმავლობაში კახი კავსაძე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მის ანგარიშზეა ბრწყინვალედ შესრულებული როლები თეატრალურ დადგმებში, 80-ზე მეტი ფილმი.
აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „სიყვარული ყველას უნდა“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?“
ყველა ახალი ამბავი
0