Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი გული შენია მუდამ და ყოველთვის...“ – კახი კავსაძის შვილიშვილის ემოციური პოსტი

© Sputnik / STRINGERკახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი
კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
გამოწერა
გარდაცვლილ ლეგენდარულ მსახიობს შვილიშვილმა ირინკა კავსაძემ ემოციური პოსტი მიუძღვნა. ნახეთ რას წერს გოგონა.

ირინკა კავსაძე „ინსტაგრამზე“ კახი კავსაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს ემოციური მინაწერით.

„ჩემო საუკეთესო მეგობარო. ბაბუ. მადლობა შენ ყველაფრისთვის. დანარჩენი ჩვენში დარჩეს. შენ ისედაც ძალიან კარგად იცი ჩემს გულში რაც ხდება. ჩემი გული შენია მუდამ და ყოველთვის. მიყვარხარ უსაზღვროდ. კიდევ შევხვდებით აუცილებლად“, – წერს მსახიობის შვილიშვილი.

85 წლის კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

დიდი მსახიობის ხსოვნას: კახი კავსაძის საუკეთესო როლები კინოში – ფოტო >>>

ათწლეულების განმავლობაში კახი კავსაძე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე როლები თეატრალურ დადგმებში, 80-ზე მეტ ფილმში.

კახი კავსაძე 1 მაისს საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.

ყველა ახალი ამბავი
0