მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Nipah-ის საფრთხე: ინდოეთში სასიკვდილო ვირუსმა იფეთქა

© photo: Sputnik / Ilya Pitalevეპიდემიოლოგები საავადმყოფოში
ეპიდემიოლოგები საავადმყოფოში - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ინდოეთის შტატ კერალაში სასიკვდილოდ საშიში ვირუსი ნიპაჰის 11 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია, განაცხადა შტატის ჯანდაცვის მინისტრმა ვინა ჯორჯმა.
ჯანმოს შტაბბინა - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
ვირუსმა Nipah-მა შესაძლოა ახალი პანდემია გამოიწვიოს: ჯანმო გაფრთხილებას ავრცელებს
ვირუსი ნიპაჰის (NiV – Nipah virus infection) გადამტანები ველურ ბუნებაში მფრინავი მელიები არიან. ის უმძიმეს დაავადებას იწვევს ადამიანში, რომლისთვისაც ტვინის ანთება (ენცეფალიტი) ან რესპირატორული დაავადებებია დამახასიათებელი. ადამიანებს ის იმ ხილის მეშვეობით გადაეცემა, რომელზეც ავადმყოფი ცხოველის ნერწყვი რჩება. ვირუსი განსაკუთრებულად გადამდებია, მისი ვაქცინა და წამლები არ არსებობს, ლეტალობის დონე კი 40-75%-ს შეადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ნიპაჰს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად აფასებს.
კერალის ხელისუფლების ცნობით, გუშინ NiV-ით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. შტატის მედიკოსებმა მასთან სავარაუდო კონტაქტში მყოფი 251 ადამიანის შემოწმება დაიწყეს.

„საავადმყოფოში იზოლაციაში იმყოფება 38 ადამიანი, რომელთაგან 11-ს სიმპტომები გამოუვლინდა. 8 პაციენტის ნიმუშები ვირუსოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტშია გადაგზავნილი ტესტირებაზე“, — აღნიშნა ვინა ჯორჯმა ტელეარხ NDTV-ს ეთერში და დაამატა, რომ ყველა მათგანის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

NiV-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემილოგიური მეთვალყურეობის გაძლიერებას და დაავადებულთა კონტაქტების ინტენსიურ მოძიებას მოითხოვს. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები დაწესდა კოჯიკოდის რაიონში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა, და ასევე სამ მეზობელ რაიონში.
ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
COVID-19-ზე უარესი? მსოფლიოს ყველაზე საშიში ვირუსი კიდევ ერთ ადგილზე დაფიქსირდა
აღსანიშნავია, რომ ვირუსი ნიპაჰი, რომელიც 1999 წელსაა აღმოჩენილი, პირველად ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალიაში დაფიქსირდა 2001 და 2007 წლებში, შემდეგ კი 2018-2019 წლებში გამოვლინდა კერალის შტატში.
ყველა ახალი ამბავი
0