https://sputnik-georgia.com/20210907/jo-baidenma-upasuxa-kitxvas-talibanis-ariarebis-sesaxeb-259378715.html
ჯო ბაიდენმა უპასუხა კითხვას „თალიბანის“ აღიარების შესახებ
ჯო ბაიდენმა უპასუხა კითხვას „თალიბანის“ აღიარების შესახებ
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს პერსპექტივაში არ აპირებს აღიაროს რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის... 07.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-07T11:26+0400
2021-09-07T11:26+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/18/252656749_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_b0f591303163c5ef7e2973a45069bdbb.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს პერსპექტივაში არ აპირებს აღიაროს რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის ახალ ხელისუფლებად. ამის შესახებ ჟურნალისტებს უილმინგტონიდან (დელავერის შტატი) დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განუცხადა.თეთრი სახლის მოლზე შეკრებილმა რეპორტიორებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, აპირებს თუ არა აშშ, აღიაროს თალიბების ხელისუფლება ავღანეთში.როგორც გასულ კვირაში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, აშშ-ის ადმინისტრაციას არ მიაჩნია, რომ ავღანეთის ახალ ხელისუფლებად „თალიბანის“ ცნობის საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.აღსანიშნავია, რომ თავად „თალიბანს“ ჯერ არ გამოუცხადებია ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა. თუმცა, როგორც მოძრაობის წარმომადგენელმა აჰმადულა მუთაქიმ დაწერა გუშინ საკუთარ Twitter-გვერდზე, „თალიბანმა“ დაასრულა ამაზე მუშაობა და ისლამური მთავრობა უახლოეს დროში გამოცხადდება.
https://sputnik-georgia.com/20210901/ass-avranetidan-baidenis-gadamrcenel-avranels-gaiyvans-259197342.html
https://sputnik-georgia.com/20210904/ass-si-asamde-avraneli-ltolvili-talibebtan-kavsirsia-ewvmitanili-259311879.html
აშშ
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/18/252656749_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_acda105d3aff0dd13f9c313d6c0460de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ჯო ბაიდენმა უპასუხა კითხვას „თალიბანის“ აღიარების შესახებ
11:26 07.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს პერსპექტივაში არ აპირებს აღიაროს რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის ახალ ხელისუფლებად. ამის შესახებ ჟურნალისტებს უილმინგტონიდან (დელავერის შტატი) დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განუცხადა.
თეთრი სახლის მოლზე შეკრებილმა რეპორტიორებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, აპირებს თუ არა აშშ, აღიაროს თალიბების ხელისუფლება ავღანეთში.
„არა. იქამდე ჯერ ძალიან შორია“, — უპასუხა პრეზიდენტმა.
როგორც გასულ კვირაში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, აშშ-ის ადმინისტრაციას არ მიაჩნია, რომ ავღანეთის ახალ ხელისუფლებად „თალიბანის“ ცნობის საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ თავად „თალიბანს“ ჯერ არ გამოუცხადებია ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა. თუმცა, როგორც მოძრაობის წარმომადგენელმა აჰმადულა მუთაქიმ დაწერა გუშინ საკუთარ Twitter-გვერდზე, „თალიბანმა“ დაასრულა ამაზე მუშაობა და ისლამური მთავრობა უახლოეს დროში გამოცხადდება.