https://sputnik-georgia.com/20210904/ass-si-asamde-avraneli-ltolvili-talibebtan-kavsirsia-ewvmitanili-259311879.html
აშშ-ში ასამდე ავღანელი ლტოლვილი თალიბებთან კავშირშია ეჭვმიტანილი
აშშ-ში ასამდე ავღანელი ლტოლვილი თალიბებთან კავშირშია ეჭვმიტანილი
Sputnik საქართველო
ორ ავღანელს თალიბებთან შესაძლო კავშირის გამო აშშ-დან კოსოვოში გააძევებენ 04.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-04T12:47+0400
2021-09-04T12:47+0400
2023-07-20T15:52+0400
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252600220_0:889:2048:2041_1920x0_80_0_0_3cb2b7737e72326a152faa3dfe1ddf37.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. შეერთებულმა შტატებმა თავის ტერიტორიაზე მიღებული დაახლოებით ას ავღანელ დევნილზე ეჭვი მიიტანა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში და სულ მცირე ორი მათგანის დამატებითი შემოწმებისთვის კოსოვოში გამგზავრება გადაწყვიტა, იუწყება NBC. ამის შესახებ წერს РИА Новости.ტელეარხის მონაცემებით, აშშ-ში იმყოფება 30 ათასზე მეტი ავღანელი, რომლებმაც სამშობლო მოძრაობა „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვეს.„ავღანეთიდან აშშ-ში 30 ათასზე მეტი ევაკუირებული ადამიანიდან პარასკევის მდგომარეობით დაახლოებით ათი ათასის დამატებითი შემოწმება გახდა საჭირო. აქედან ასამდე ადამიანი „მონიშნულია“ „თალიბანთან“ ან ტერორისტულ ჯგუფებთან შესაძლო კავშირის გამო. ასიდან ორმა ადამიანმა საკმარისი ეჭვი გამოიწვია მათი სტატუსის ხელახალი განხილვისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.ამერიკის ხელისუფლება გეგმავს ორი ავღანელის გაგზავნას კოსოვოს ტერიტორიაზე არსებულ სატრანზიტო პუნქტში, სადაც ეს ორი ადამიანი გადაწყვეტილებას დაელოდება.შეერთებული შტატების ხელისუფლება აცხადებს, რომ ამზადებს ადგილებს 50 ათასი ავღანელი ლტოლვილისთვის რვა სამხედრო ბაზაზე, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მდებარეობს.
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252600220_0:697:2048:2233_1920x0_80_0_0_00fba9a6f28153160bbfae8a655c85ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ-ში ასამდე ავღანელი ლტოლვილი თალიბებთან კავშირშია ეჭვმიტანილი
12:47 04.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) ორ ავღანელს თალიბებთან შესაძლო კავშირის გამო აშშ-დან კოსოვოში გააძევებენ
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. შეერთებულმა შტატებმა თავის ტერიტორიაზე მიღებული დაახლოებით ას ავღანელ დევნილზე ეჭვი მიიტანა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში და სულ მცირე ორი მათგანის დამატებითი შემოწმებისთვის კოსოვოში გამგზავრება გადაწყვიტა, იუწყება
NBC. ამის შესახებ წერს
РИА Новости. ტელეარხის მონაცემებით, აშშ-ში იმყოფება 30 ათასზე მეტი ავღანელი, რომლებმაც სამშობლო მოძრაობა „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვეს.
„ავღანეთიდან აშშ-ში 30 ათასზე მეტი ევაკუირებული ადამიანიდან პარასკევის მდგომარეობით დაახლოებით ათი ათასის დამატებითი შემოწმება გახდა საჭირო. აქედან ასამდე ადამიანი „მონიშნულია“ „თალიბანთან“ ან ტერორისტულ ჯგუფებთან შესაძლო კავშირის გამო. ასიდან ორმა ადამიანმა საკმარისი ეჭვი გამოიწვია მათი სტატუსის ხელახალი განხილვისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის ხელისუფლება გეგმავს ორი ავღანელის გაგზავნას კოსოვოს ტერიტორიაზე არსებულ სატრანზიტო პუნქტში, სადაც ეს ორი ადამიანი გადაწყვეტილებას დაელოდება.
შეერთებული შტატების ხელისუფლება აცხადებს, რომ ამზადებს ადგილებს 50 ათასი ავღანელი ლტოლვილისთვის რვა სამხედრო ბაზაზე, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მდებარეობს.