მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ ბაიდენის გადამრჩენელ თარჯიმანს ავღანეთიდან გაიყვანს – თეთრმა სახლმა პირობა დადო

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის დროშა ჯავშანმავალზე
აშშ-ის დროშა ჯავშანმავალზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გამოწერა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. აშშ ავღანეთიდან გამოიყვანს თარჯიმანს, რომელიც თავის დროზე აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან მუშაობდა და რომელმაც ვერ მოასწრო ქვეყნის დატოვება, განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ.
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
მსოფლიო დღეს
ამერიკელები წავიდნენ: „თალიბანი“ სრულად აკონტროლებს ქაბულის აეროპორტს
მანამდე გაზეთმა Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ავღანელი მამაკაცის, სახელად მოჰამედის ისტორია, რომელიც 13 წლის წინ სენატორ ჯო ბაიდენს და მასთან ერთად მყოფ სამ სხვა სენატორს ახლდა ავღანეთის შორეულ პროვინციაში მგზავრობისას. სწორედ მოჰამედი დაეხმარა ახლა უკვე პრეზიდენტ ბაიდენს მაშინ გადარჩენაში, როდესაც მათი ვერტმფრენი იძულებით დაჯდა საშინელი ქარბუქის გამო.
მოჰამედმა გაზეთ WSJ-ის მეშვეობით ერთგვარი შეტყობინება გაუგზავნა პრეზიდენტ ბაიდენს:
„გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო! გადაგვარჩინეთ მე და ჩემი ოჯახი. არ დამტოვოთ აქ“.
როგორც ირკვევა, მოჰამედი იძულებულია ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად დაემალოს თალიბებს, რადგან მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ავღანეთიდან წასვლა ვერ მოახერხა.
აფეთქება ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
მსოფლიო დღეს
ავიაშეტევისას დაღუპული ერთ-ერთი ავღანელი სამხედრო ამერიკელებთან თანამშრომლობდა
ჯენ პსაკიმ ბრიფინგისას პირდაპირი ეთერით აღუთქვა დახმარება ავღანელს თეთრი სახლის სახელით.

„მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ მხარეს იბრძოდით ბოლო ოცი წლის განმავლობაში. მადლობა იმისთვის, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს დაეხმარეთ იმ ქარბუქში... ჩვენ თქვენ გამოგიყვანთ, პატივს მივაგებთ თქვენს სამსახურს. სწორედ ამის გაკეთება გვაქვს განზრახული“, — თქვა პსაკიმ.

შეერთებულმა შტატებმა 31 აგვისტოს დაასრულა ავღანეთიდან თავისი, ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და რისკის ჯგუფში შემავალი ავღანელების, მათ შორის ათასობით თარჯიმნის ორგანიზებული ევაკუაცია.
ყველა ახალი ამბავი
0