მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ავიაშეტევისას დაღუპული ერთ-ერთი ავღანელი სამხედრო ამერიკელებთან თანამშრომლობდა

© REUTERS / STRINGERაფეთქება ქაბულში
აფეთქება ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის მიერ ქაბულზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად დაღუპული ავღანელი სამხედრო ამერიკელებთან თანამშრომლობდა და შეერთებულ შტატებში წასვლას გეგმავდა, იუწყება РИА Новости მისი ძმის, ნასერის მონათხრობზე დაყრდნობით.
ვითარება ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
მსოფლიო დღეს
პანჯშირი „თალიბანის“ შეტევებს იგერიებს: მოკლულია ათობით ტერორისტი
როგორც მან განუცხადა სააგენტოს, 29 წლის ნეჯრაბი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მსახურობდა არმიაში და ასევე აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალებთანაც თანამშრომლობდა. როდესაც თალიბებმა ავღანეთში ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს, იმ მომენტისთვის ის ყანდაგარის პროვინციაში გადიოდა სამსახურს. ნეჯრაბი ქაბულში თალიბების შესვლამდე სამი დღით ადრე ჩავიდა, რათა იქიდან მერე აშშ-ში გამგზავრებულიყო. მას უკვე დაწყებული ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
ავიაშეტევის მომენტში ნეჯრაბი ბიძის სახლის ეზოში იმყოფებოდა. გარეთ იდგა მისი რვა ბიძაშვილიც, რომელთა ასაკი ორიდან 18 წლამდე იყო. ყველა მათგანი დაიღუპა.
როგორც ნასერი ამბობს, ძმას ის უკანასკნელად ტრაგედიის ღამით ესაუბრა — ისინი ნასერის მომავალ ქორწილზე ლაპარაკობდნენ.
ამერიკელი ჯარისკაცები ქაბულის აერპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
მსოფლიო დღეს
„პანიკაში იყვნენ“: ტერაქტის შემდეგ ამერიკელებმა ცეცხლი გახსნეს – თვითმხილველი
კვირას ამერიკულმა დრონმა ქაბულის ქუჩაში ავტომობილი გაანადგურა, რომელსაც, როგორც ამერიკელი სამხედროები ირწმუნებოდნენ, დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მასალები გადაჰქონდა და აეროპორტისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა. ტელეარხ CNN-ის ცნობით, დაიღუპა ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე, აქედან ექვსი ბავშვი იყო. Al-Jazeera კი 12 დაღუპულის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.
ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის ფონზე ქვეყანაში ძალაუფლება თალიბებმა ჩაიგდეს ხელში. ამ დროისათვის ისინი პრაქტიკულად მთელ ავღანეთს აკონტროლებენ, გარდა დაუმორჩილებელი პროვინცია პანჯშირისა, სადაც ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტია გამაგრებული აჰმად მასუდის მეთაურობით. ქაბულის აეროპორტი ასევე „თალიბანის“ ხელშია.
ყველა ახალი ამბავი
0