მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პანჯშირი „თალიბანის“ შეტევებს იგერიებს: მოკლულია ათობით ტერორისტი

© AP Photo / Ivan Sekretarevვითარება ავღანეთში
ვითარება ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
გამოწერა
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ბოლო ფორპოსტ პანჯშირში „თალიბანის“ 30-მდე მებრძოლია მოკლული, იუწყება India Today აჰმად მასუდის პრეს-მდივან ფაჰიმ დაშტიზე დაყრდნობით.
მისი თქმით, თალიბებმა უკვე სამჯერ მიიტანეს ფართომასშტაბიანი შეტევა პანჯშირზე.

„ამ დროისათვის თალიბებმა სამჯერ მოიტანეს დიდი იერიში, რომლებიც ავღანეთის წინააღმდეგობის ეროვნულმა ფრონტმა (NRFA) მოიგერია და უკუაგდო. თალიბების მხრიდან მსხვერპლი დიდია, სულ ცოტა, 30 კაცია მოკლული და 15 — დაჭრილი. ზოგი მათგანი ტყვედაც ჩავარდა“, — აღნიშნა დაშტიმ.

გარდა ამისა, როგორც წინააღმდეგობის ფრონტის წარმომადგენელი ამბობს, მათ ასევე ხელში ჩაიგდეს სამხედრო ტექნიკა.
„ომი გრძელდება და ჩვენი ჯარები ამისთვის სრულად არიან მომზადებული“, — განაცხადა მან.
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
მსოფლიო დღეს
ამერიკელები წავიდნენ: „თალიბანი“ სრულად აკონტროლებს ქაბულის აეროპორტს
გავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა კვირას პანჯშირს ინტერნეტის მიწოდება შეუწყვიტეს, რათა წინააღმდეგობის ფრონტთან შეერთებულ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ამრულე სალეჰს Twitter-ზე ინფორმაციის გამოქვეყნებაში ხელი შეუშალონ.
მანამდე ტელეარხ TOLO News-თან საუბრისას წინააღმდეგობის ფრონტის ერთ-ერთმა მეთაურმა განაცხადა, რომ ჰავაკის უღელტეხილზე (რომელიც პანჯშირს დანარჩენ ავღანეთთან აკავშირებს) მიმდინარე სასტიკ ბრძოლებში „თალიბანის“ 100-მდე მებრძოლი დაიღუპა და დაიჭრა.
ფრონტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ალი ნაზარიმ კი აღნიშნა, რომ თალიბების თავდასხმა პანჯშირზე — მხარეთა შორის „ჯენტლმენური შეთანხმების“ დარღვევა იყო.
აშშ-ის სამხედრო ძალების ავღანეთიდან სრულად გასვლის შემდეგ ქვეყანას, პანჯშირის პროვინციის გარდა, „თალიბანი“ აკონტროლებს.
ყველა ახალი ამბავი
0