https://sputnik-georgia.com/20210904/talibebi-hijabian-qalebs-sepirdnen-rom-ganatlebis-mirebis-da-musaobis-ufleba-eqnebat-259310510.html
თალიბები განათლების მიღებისა და მუშაობის უფლებას მხოლოდ ჰიჯაბიან ქალებს მისცემენ
თალიბები განათლების მიღებისა და მუშაობის უფლებას მხოლოდ ჰიჯაბიან ქალებს მისცემენ
Sputnik საქართველო
თალიბებმა განაცხადეს, რომ არ მოითხოვენ ქალებისგან ბურკინის ტარებას, რომელიც მთლიან სხეულს ფარავს. საკმარისია მხოლოდ ჰიჯაბი, რომელიც სახეს ღიას ტოვებს. 04.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-04T11:21+0400
2021-09-04T11:21+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1d/258895855_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_3b572e495fe72e061ece4e552b5d9e34.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელმა სუჰეილ შაჰინმა განაცხადა, რომ ავღანეთში ჰიჯაბიანი ქალებისთვის განათლება და მუშაობა ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო შეერთებულმა შტატებმა არ უნდა სცადოს ქვეყნის კულტურის შეცვლას. ამის შესახებ წერს РИА Новости.მანამდე მოძრაობა „თალიბანის“ მაღალი რანგის ჩინოვნიკმა ვაჰიდულა ჰაშიმიმ განაცხადა, რომ ქალთა სამოსის სავალდებულო ფორმის შესახებ ისლამისტ ღვთისმეტყველთა საბჭო იმსჯელებს. ამასთან თალიბებმა აღნიშნეს, რომ არ მოსთხოვენ ქალებს ბურკინის ტარებას, რომელიც მთლიან სხეულს ფარავს. საკმარისია მხოლოდ ჰიჯაბი, რომელიც სახეს ღიას ტოვებს.თალიბების წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ავღანეთის ახალ მთავრობაში ქალი მინისტრები არ იქნებიან. მსგავსი განცხადებების ფონზე, საკუთარი უფლებების დაცვისა და მთავრობაში მონაწილეობის მოთხოვნით, აქტივისტმა ქალებმა დემონსტრაცია გამართეს ქაბულსა და ჰერათში.აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.31 აგვისტოს ღამით აშშ-ის სამხედროებმა ქაბულის აეროპორტი დატოვეს, რამაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნა დაასრულა.
https://sputnik-georgia.com/20210901/ass-talibebtan-tanamsromlobis-sesazleblobas-ar-gamoricxavs-259232012.html
https://sputnik-georgia.com/20210903/ahmad-masudma-pajseris-areba-uaryo-259306215.html
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1d/258895855_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_7039b3b743ae98bc1f2bb3809031d4eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თალიბები განათლების მიღებისა და მუშაობის უფლებას მხოლოდ ჰიჯაბიან ქალებს მისცემენ
11:21 04.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) თალიბებმა განაცხადეს, რომ არ მოითხოვენ ქალებისგან ბურკინის ტარებას, რომელიც მთლიან სხეულს ფარავს. საკმარისია მხოლოდ ჰიჯაბი, რომელიც სახეს ღიას ტოვებს.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელმა სუჰეილ შაჰინმა განაცხადა, რომ ავღანეთში ჰიჯაბიანი ქალებისთვის განათლება და მუშაობა ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო შეერთებულმა შტატებმა არ უნდა სცადოს ქვეყნის კულტურის შეცვლას. ამის შესახებ წერს
РИА Новости. „ქალების უფლებები იქნება დაცული. მათ არ შეექმნებათ პრობლემა განათლების მიღებისა ან მუშაობის შესაძლებლობის კუთხით. მაგრამ ჩვენ (ავღანეთი და აშშ) არ უნდა ვცდილობდეთ ერთმანეთის კულტურის შეცვლას. თქვენი სიტყვები იმის შესახებ, რომ ქალებს ჰიჯაბის გარეშე უნდა ჰქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა - ესაა კულტურის შეცვლის მცდელობა. თქვენთან ეს დასაშვებია. ჩვენს კულტურაში [ქალებს] შეუძლიათ განათლების მიღება და მუშაობა ჰიჯაბში შემოსილებს“, - განაცხადა შაჰინმა ტელეარხ Fox News-ის ეთერში.
მანამდე მოძრაობა „თალიბანის“ მაღალი რანგის ჩინოვნიკმა ვაჰიდულა ჰაშიმიმ განაცხადა, რომ ქალთა სამოსის სავალდებულო ფორმის შესახებ ისლამისტ ღვთისმეტყველთა საბჭო იმსჯელებს. ამასთან თალიბებმა აღნიშნეს, რომ არ მოსთხოვენ ქალებს ბურკინის ტარებას, რომელიც მთლიან სხეულს ფარავს. საკმარისია მხოლოდ ჰიჯაბი, რომელიც სახეს ღიას ტოვებს.
თალიბების წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ავღანეთის ახალ მთავრობაში ქალი მინისტრები არ იქნებიან. მსგავსი განცხადებების ფონზე, საკუთარი უფლებების დაცვისა და მთავრობაში მონაწილეობის მოთხოვნით, აქტივისტმა ქალებმა დემონსტრაცია გამართეს ქაბულსა და ჰერათში.
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
31 აგვისტოს ღამით აშშ-ის სამხედროებმა ქაბულის აეროპორტი დატოვეს, რამაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნა დაასრულა.