https://sputnik-georgia.com/20210901/ass-talibebtan-tanamsromlobis-sesazleblobas-ar-gamoricxavs-259232012.html
აშშ თალიბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს
აშშ თალიბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს
Sputnik საქართველო
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ს ჰქონდათ კონტაქტები „თალიბანთან“ საკითხთა „ძალიან ვიწრო სპექტრზე“ ევაკუაციის მისიის ფარგლებში 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T23:33+0400
2021-09-01T23:33+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ავღანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/18/252656259_0:0:3007:1691_1920x0_80_0_0_87f1d3768c0d3fc00fdfe77506fe96bb.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. აშშ არ გამორიცხავს თალიბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, განაცხადა შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ მილიმ. ამის შესახებ წერს РИА Новости.„ეს შესაძლებელია“, - უპასუხა სამხედრომ კითხვაზე, უშვებენ თუ არა პენტაგონში მომავალში კოორდინაციის შესაძლებლობას თალიბებთან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისთვის.„ჩვენ არ ვიცით, როგორია „თალიბანის“ მომავალი, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ წარსულში ეს არის დაუნდობელი დაჯგუფება და შეიცვლებიან თუ არა ისინი - მომავალში გამოჩნდება. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთქმედებას მათთან... ომში, იმისათვის, რომ შეამცირო რისკი სამხედროებისა და მთელი მისიისთვის, აკეთებ იმას, რაც უნდა აკეთო და არა იმას, რისი გაკეთება გსურს“, - განაცხადა მილიმ.პენტაგონის უფროსის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-ს ჰქონდა კონტაქტები „თალიბანთან“ საკითხთა „ძალიან ვიწრო სპექტრზე“ ევაკუაციის მისიის ფარგლებში.„მე ვიტყოდი, რომ ძალიან ამაყი ვარ იმით, რაც გააკეთეს ჩვენმა სამხედროებმა ამ დროისთვის, მაგრამ წინასწარ იმის თქმა, რა მოხდება მომავალში „თალიბანთან“ დაკავშირებით, ახლა ძალიან რთულია“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა შეუძლებელია სიტუაციის განვითარების და აშშ-ის თალიბებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობის „წინასწარმეტყველება“, მაგრამ განაცხადა, რომ პენტაგონი ყურადღებას გაამახვილებს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან ბროლაზე.აგვისტოს დასაწყისში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობამ განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია, ხოლო ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.ერთადერთი ადგილი, რომელშიც თალიბებმა შესვლა ვერ მოახერხეს − პანჯშირის პროვინციაა, სადაც იმყოფებიან რაზმები აჰმად მასუდის მეთაურობით.31 აგვისტოს ღამით აშშ-ის სამხედროებმა ქაბულის აეროპორტი დატოვეს, რამაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნა დაასრულა.
https://sputnik-georgia.com/20210901/saidan-aqvt-talibebs-miliardobit-dilari-259225975.html
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/18/252656259_278:0:3007:2047_1920x0_80_0_0_f427d95789f7d5b372cc8264de43e522.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ თალიბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს
23:33 01.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ს ჰქონდათ კონტაქტები „თალიბანთან“ საკითხთა „ძალიან ვიწრო სპექტრზე“ ევაკუაციის მისიის ფარგლებში
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. აშშ არ გამორიცხავს თალიბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, განაცხადა შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ მილიმ. ამის შესახებ წერს
РИА Новости. „ეს შესაძლებელია“, - უპასუხა სამხედრომ კითხვაზე, უშვებენ თუ არა პენტაგონში მომავალში კოორდინაციის შესაძლებლობას თალიბებთან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისთვის.
„ჩვენ არ ვიცით, როგორია „თალიბანის“ მომავალი, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ წარსულში ეს არის დაუნდობელი დაჯგუფება და შეიცვლებიან თუ არა ისინი - მომავალში გამოჩნდება. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთქმედებას მათთან... ომში, იმისათვის, რომ შეამცირო რისკი სამხედროებისა და მთელი მისიისთვის, აკეთებ იმას, რაც უნდა აკეთო და არა იმას, რისი გაკეთება გსურს“, - განაცხადა მილიმ.
პენტაგონის უფროსის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-ს ჰქონდა კონტაქტები „თალიბანთან“ საკითხთა „ძალიან ვიწრო სპექტრზე“ ევაკუაციის მისიის ფარგლებში.
„მე ვიტყოდი, რომ ძალიან ამაყი ვარ იმით, რაც გააკეთეს ჩვენმა სამხედროებმა ამ დროისთვის, მაგრამ წინასწარ იმის თქმა, რა მოხდება მომავალში „თალიბანთან“ დაკავშირებით, ახლა ძალიან რთულია“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა შეუძლებელია სიტუაციის განვითარების და აშშ-ის თალიბებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობის „წინასწარმეტყველება“, მაგრამ განაცხადა, რომ პენტაგონი ყურადღებას გაამახვილებს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან ბროლაზე.
აგვისტოს დასაწყისში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობამ განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია, ხოლო ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
ერთადერთი ადგილი, რომელშიც თალიბებმა შესვლა ვერ მოახერხეს − პანჯშირის პროვინციაა, სადაც იმყოფებიან რაზმები აჰმად მასუდის მეთაურობით.
31 აგვისტოს ღამით აშშ-ის სამხედროებმა ქაბულის აეროპორტი დატოვეს, რამაც ავღანეთში ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნა დაასრულა.