მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„პანჯშირის აღება იქნება ჩემი ბოლო დღე...“ – აჰმად მასუდმა უარყო პროვინციის დაკარგვა

© REUTERS / OMAR SOBHANIავღანელი მებრძოლები
ავღანელი მებრძოლები - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პაკისტანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თალიბებმა პანჯშირის პროვინცია აიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის (NRFA) ლიდერის აჰმად მასუდი-უმცროსის Twitter-აკაუნტზე.

„ცნობა პანჯშირის აღების თაობაზე პაკისტანურ მედიასაშუალებებში ცირკულირებს. ეს ტყუილია. პანჯშირის აღება იქნება ჩემი ბოლო დღე პანჯშირში“, — დაწერა აჰმად მასუდმა.

თავად NRFA ასევე „ტვიტერის“ მეშვეობით იტყობინება, რომ „ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის ყველა შეტევა მოგერიებულია და უკუგდებული“.
თალიბი მებრძოლი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
მსოფლიო დღეს
ცნობები პანჯშირიდან: „თალიბანის“ ღამის შეტევა კვლავ წარუმატებელი გამოდგა
მანამდე პანჯშირის უდიდესი რაიონის პარიანის მთლიანად „თალიბანის“ კონტროლქვეშ გადასვლის შესახებ თალიბების წარმომადგენელმა ბილალ ქარიმიმ გაავრცელა ინფორმაცია სოციალური ქსელით.
უფრო ადრე ტელეარხი Al-Jazeera „თალიბანში“ არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ თალიბები, მას შემდეგ, რა NREA-ს ლიდერ აჰმად მასუდი-უმცროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, პანჯშირში სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავდნენ 2-3 სექტემბრის ღამით, რა დროსაც სამხედრო ტექნიკასაც გამოიყენებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0