https://sputnik-georgia.com/20210903/talibanis-seteva-panjsirze-kvlav-warumatebeli-gamodga-259291162.html
ცნობები პანჯშირიდან: „თალიბანის“ ღამის შეტევა კვლავ წარუმატებელი გამოდგა
ცნობები პანჯშირიდან: „თალიბანის“ ღამის შეტევა კვლავ წარუმატებელი გამოდგა
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პანჯშირის ხეობაზე „თალიბანის“ ბოევიკების ღამის შეტევა წარუმატებელი გამოდგა, წერს სააგენტო TOLOnews-ის ყოფილი თანამშრომელი... 03.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-03T15:08+0400
2021-09-03T15:08+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
ავღანეთი
ცნობები პანჯშირიდან
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252598172_0:8:3073:1736_1920x0_80_0_0_3f899c334f1a528e17fb0f8875724f7f.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პანჯშირის ხეობაზე „თალიბანის“ ბოევიკების ღამის შეტევა წარუმატებელი გამოდგა, წერს სააგენტო TOLOnews-ის ყოფილი თანამშრომელი მუსლიმ შირზადი საკუთარ Twitter-გვერდზე.გარდა ამისა, ჟურნალისტი იტყობინება, რომ „თალიბანმა“ გაწყვიტა ყველანაირი სატელეკომუნიკაციო კავშირი პანჯშირის პროვინციაში, და რომ „თალიბანი“ დღეს არ გამოაცხადებს მთავრობის შემადგენლობას.სააგენტო „Sputnik–ავღანეთის“ წყაროების თანახმად, „თალიბანმა“ ხეობას სამი მიმართულებით შეუტია: შოთოლის რაიონში, ასევე ჰავაკისა და ანჯუმანის უღელტეხილებზე, მაგრამ წარმატებას ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია.უფრო მეტიც, დილით ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტის (NRFA) მებრძოლებმა შეძლეს დაებრუნებინათ ტერორისტების მიერ მანამდე დაკავებული რამდენიმე პოზიცია.ამასთან ვრცელდება ცნობა „თალიბანის“ კატასტროფული დანაკარგების შესახებაც, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. საქმე ისაა, რომ გულბაჰარის მხარეში მიმდინარე ბრძოლებმა სატელეკომუნიკაციო ანტენა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც პროვინციაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია.მანამდე „თალიბანმა“ გამოაცხადა, რომ 2-3 სექტემბრის ღამით წინააღმდეგობის ფრონტის პოზიციებს „საუკეთესო ძალებით“ შეუტევდა, რა დროსაც სამხედრო ტექნიკასაც გამოიყენებდა.
https://sputnik-georgia.com/20210902/al-qaida-talibans-seuertda-259254028.html
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252598172_41:0:2772:2048_1920x0_80_0_0_bdd4f64180fac5577c6659e5676c2089.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი, ცნობები პანჯშირიდან, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთი, ცნობები პანჯშირიდან, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პანჯშირის ხეობაზე „თალიბანის“ ბოევიკების ღამის შეტევა წარუმატებელი გამოდგა, წერს სააგენტო TOLOnews-ის ყოფილი თანამშრომელი მუსლიმ შირზადი საკუთარ
Twitter-გვერდზე. გარდა ამისა, ჟურნალისტი იტყობინება, რომ „თალიბანმა“ გაწყვიტა ყველანაირი სატელეკომუნიკაციო კავშირი პანჯშირის პროვინციაში, და რომ „თალიბანი“ დღეს არ გამოაცხადებს მთავრობის შემადგენლობას.
სააგენტო
„Sputnik–ავღანეთის“ წყაროების თანახმად, „თალიბანმა“ ხეობას სამი მიმართულებით შეუტია: შოთოლის რაიონში, ასევე ჰავაკისა და ანჯუმანის უღელტეხილებზე, მაგრამ წარმატებას ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია.
უფრო მეტიც, დილით ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტის (NRFA) მებრძოლებმა შეძლეს დაებრუნებინათ ტერორისტების მიერ მანამდე დაკავებული რამდენიმე პოზიცია.
ამასთან ვრცელდება ცნობა „თალიბანის“ კატასტროფული დანაკარგების შესახებაც, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. საქმე ისაა, რომ გულბაჰარის მხარეში მიმდინარე ბრძოლებმა სატელეკომუნიკაციო ანტენა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც პროვინციაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია.
მანამდე „თალიბანმა“ გამოაცხადა, რომ 2-3 სექტემბრის ღამით წინააღმდეგობის ფრონტის პოზიციებს „საუკეთესო ძალებით“ შეუტევდა, რა დროსაც სამხედრო ტექნიკასაც გამოიყენებდა.