https://sputnik-georgia.com/20210903/tikaraze-seimcneva-epidvitarebis-stabilizacia-259301704.html
ტიკარაძე: შეიმჩნევა ეპიდვითარების სტაბილიზაცია
ტიკარაძე: შეიმჩნევა ეპიდვითარების სტაბილიზაცია
Sputnik საქართველო
როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო. 03.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-03T19:29+0400
2021-09-03T19:29+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249815628_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_1cf166f741a42efb25a8836d66635685.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.მინისტრმა გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით ჩამორჩება ახალი შემთხვევების პიკს.მინისტრმა მწუხარება გამოხატა და მიუსამძიმრა კორონავირუსით გარდაცვლილთა ოჯახებს.როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო გააძლიერებს კლინიკური მართვის ჯგუფის ჩართულობასაც, რათა უკეთ მოხდეს მძიმე პაციენტების მართვა და კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდეს.ამასთან, მინისტრმა თითოეულ მოქალაქეს ვაქცინაციისკენ და რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა.სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.259.391 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 822.297 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,8%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 437.094 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,3%.
https://sputnik-georgia.com/20210903/ra-shemtxvevashi-shemcirdeba-letalobis-shemtxvevebi-cercvaze-259287304.html
https://sputnik-georgia.com/20210830/gabunia-qveyanasi-vaqcinis-daaxloebit-2-milionamde-dozaa-259148979.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249815628_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_88b731c40275ed19e6533b8fdba04731.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
ტიკარაძე: შეიმჩნევა ეპიდვითარების სტაბილიზაცია
19:29 03.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით ჩამორჩება ახალი შემთხვევების პიკს.
„აქტიური შემთხვევების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ უკვე არის მნიშვნელოვანი კლება, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში აქტიურად შეიმჩნევა. ასევე ძალიან გვახარებს გამოჯანმრთელებულების რიცხვი, რომელიც პროპორციულად იმატებს. ლეტალობის მაჩვენებლები კი ჯერჯერობით იმატებს და ვიცით, რომ ამ ინფექციისთვის ეს დამახასიათებელია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა მწუხარება გამოხატა და მიუსამძიმრა კორონავირუსით გარდაცვლილთა ოჯახებს.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო გააძლიერებს კლინიკური მართვის ჯგუფის ჩართულობასაც, რათა უკეთ მოხდეს მძიმე პაციენტების მართვა და კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდეს.
ამასთან, მინისტრმა თითოეულ მოქალაქეს ვაქცინაციისკენ და რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა.
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.259.391 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 822.297 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,8%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 437.094 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,3%.