https://sputnik-georgia.com/20210903/ra-shemtxvevashi-shemcirdeba-letalobis-shemtxvevebi-cercvaze-259287304.html
რა შემთხვევაში შემცირდება ლეტალობის შემთხვევები: ცერცვაძის განმარტება
რა შემთხვევაში შემცირდება ლეტალობის შემთხვევები: ცერცვაძის განმარტება
Sputnik საქართველო
როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო. 03.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-03T14:37+0400
2021-09-03T14:37+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/31/248183184_82:108:2610:1530_1920x0_80_0_0_358e8c3307da268116393b2ebfed39b2.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. დღეს საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღეში არა 70-80, არამედ 5-6 გარდაცვლილი გვეყოლებოდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსს 86 ადამიანი ემსხვერპლა – ეს ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 7.600-ს გადააჭარბა.ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს.ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევნის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია1.259.391 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 822.297 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,8%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 437.094 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,3%.
https://sputnik-georgia.com/20210903/covid-19-3-atasze-meti-axali-shemtxveva-259267917.html
https://sputnik-georgia.com/20210902/astrazeneca-naklebad-motxovnadia-premieri-259261841.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/31/248183184_414:132:2278:1530_1920x0_80_0_0_f12a989f28985bd0625e95fa90a90c8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
რა შემთხვევაში შემცირდება ლეტალობის შემთხვევები: ცერცვაძის განმარტება
14:37 03.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. დღეს საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღეში არა 70-80, არამედ 5-6 გარდაცვლილი გვეყოლებოდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია
Imedi-ს ეთერში.
საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსს 86 ადამიანი ემსხვერპლა – ეს ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 7.600-ს გადააჭარბა.
ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს.
„ის, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე შემთხვევების რაოდენობას, ჰოსპიტალიზაციასა და რეანიმაციაში პაციენტის მოხვედრის საჭიროებას და, რაც მთავარია, დაახლოებით 80-90%-ით ამცირებს სიკვდილიანობას, ეს დადასტურებულია და განსჯას არ ექვემდებარება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა.
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევნის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია1.259.391 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 822.297 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,8%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 437.094 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,3%.