Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ახალი ანტირეკორდი: კორინავირუსმა 86 ადამიანი იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 506.486 ადამიანი, გარდაიცვალა – 7.649. სულ ჩატარებულია 1.259.391 აცრა, ერთ დღეში აცრილია 23.518 ადამიანი.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.034-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 559.943-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 506.486 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.952), გარდაიცვალა – 7.649 (ბოლო 24 საათში – 86). კარანტინის რეჟიმშია 111, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 7.210 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.542 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 36.400 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21.132, PCR–ტესტით – 15.268.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,72%, ბოლო 7 დღის – 8,98%.
სულ ჩატარებულია 1.259.391 აცრა, ერთ დღეში აცრილია 23.518 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0