Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რატომ თქვა საქართველომ უარი AstraZeneca-ს ნაჩუქარ ვაქცინაზე – პრემიერის განმარტება

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიAstraZeneca–ს ვაქცინა
AstraZeneca–ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინებია, მათ შორის, AstraZeneca-ს ვაქცინები.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ლატვიისგან 50 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინის საჩუქრად მიღებაზე.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ უარი თქვა ნაჩუქარ AstraZeneca-ს ვაქცინაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან" გიორგი კანდელაკმა გაავრცელა.
ქვეყნის მთავრობის მეთაურის აზრით, არ არის საინტერესო და პრობლემური საკითხი საქართველოს მხრიდან AstraZeneca-ს ნაჩუქარ ვაქცინებზე უარის თქმა.
ორსული  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ამირან გამყრელიძე: რეკომენდებულია ყველა ორსული აიცრას
„რატომ არის ეგ საინტერესო და რატომ არის ეგ პრობლემური? ჩვენ შემოვიტანეთ საკმარისზე მეტი ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინები გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, Pfizer-ის მილიონი დოზა გვაქვს კიდევ, Sinovac-ი, Sinopharm-ი ერთი მილიონი გვაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ 2 მლნ Pfizer-ზე. AstraZeneca შემოვიტანეთ, მაგრამ როგორც მეუბნებიან ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები, ნაკლებად პრიორიტეტული იყო... ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ მაშინ გვეთქვა უარი, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის პროცესი 15 მარტს დაიწყო. პირველივე დღეებში ტრაგედია მოხდა, რომელმაც საზოგადოება შეძრა – AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ ახალგაზრდა მედდა გარდაიცვალა. 27 წლის ქალს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, კომაში ჩავარდა და მეორე დღეს გარდაიცვალა.
ამჟამად AstraZeneca-ს არჩევა ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ, დანარჩენებისთვის კი ხელმისაწვდომია Pfizer-ი, მათ შორის 16 წელს ზემოთ პირებისთვის, და Sinovac-ი, ხოლო რაც შეეხება Sinopharm-ს, ამჟამად ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.
ყველა ახალი ამბავი
0