https://sputnik-georgia.com/20210830/gabunia-qveyanasi-vaqcinis-daaxloebit-2-milionamde-dozaa-259148979.html
გაბუნია: ქვეყანაში ვაქცინების დაახლოებით ორ მილიონამდე თავისუფალი დოზაა
გაბუნია: ქვეყანაში ვაქცინების დაახლოებით ორ მილიონამდე თავისუფალი დოზაა
Sputnik საქართველო
როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო. 30.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-30T17:17+0400
2021-08-30T17:17+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252246954_0:63:2367:1394_1920x0_80_0_0_cae62fe253c6852cb6ffbf7d2cd1adf1.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა დღეს მაღალია, ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიონამდე თავისუფალი დოზაა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ Sinopharm-ის პირველი დოზით ვაქცინაციაა შეზღუდული.„კარგია, რომ Sinopharm-ზე მაღალი აქტივობა იყო, პრაქტიკულად ამოიწურა ჩვენი შეძენილი დოზები. სექტემბრამდე, სანამ ახალი დოზების დონაცია მოხდება, Sinovac არის ხელმისაწვდომი. იდენტურია ეს ორი ვაქცინა. Pfizer-ის ვაქცინაც, ბუნებრივია, რჩება მიმოქცევაში“, – განაცხადა გაბუნიამ.მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში სრულად, ორჯერადად 400 ათასი ადამიანი იქნება ვაქცინირებული.„ასევე განხილება ის საკითხები, რაც უკავშირდება ბავშვთა ვაქცინაციას, მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვასა და ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის განახლებას, რომელიც ქვეყანას შემუშავებული აქვს წლის ბოლომდე“, – აღნიშნა გაბუნიამ.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.აქამდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. ამ ეტაპზე Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.დაავადებათა კონტროლის ცენტრის 30 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.164.402 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 383.454 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 13,4%.
https://sputnik-georgia.com/20210830/gamyrelize-rekomendebhulia-yvela-orsuli-aicras-258912786.html
https://sputnik-georgia.com/20210829/rogor-gadawydeba-saqartvelosi-bavsvta-vaqcinaciis-sakitxi-cxaizis-ganmarteba-258897066.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252246954_212:0:2156:1458_1920x0_80_0_0_d0f2cad7f2ea2b3076989b11721a84bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
გაბუნია: ქვეყანაში ვაქცინების დაახლოებით ორ მილიონამდე თავისუფალი დოზაა
17:17 30.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, პანდემიის დასაძლევად ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა დღეს მაღალია, ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიონამდე თავისუფალი დოზაა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ Sinopharm-ის პირველი დოზით ვაქცინაციაა შეზღუდული.
„კარგია, რომ Sinopharm-ზე მაღალი აქტივობა იყო, პრაქტიკულად ამოიწურა ჩვენი შეძენილი დოზები. სექტემბრამდე, სანამ ახალი დოზების დონაცია მოხდება, Sinovac არის ხელმისაწვდომი. იდენტურია ეს ორი ვაქცინა. Pfizer-ის ვაქცინაც, ბუნებრივია, რჩება მიმოქცევაში“, – განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში სრულად, ორჯერადად 400 ათასი ადამიანი იქნება ვაქცინირებული.
„ასევე განხილება ის საკითხები, რაც უკავშირდება ბავშვთა ვაქცინაციას, მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვასა და ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის განახლებას, რომელიც ქვეყანას შემუშავებული აქვს წლის ბოლომდე“, – აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
აქამდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. ამ ეტაპზე Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 30 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.164.402 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 383.454 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 13,4%.