https://sputnik-georgia.com/20210903/saqartvelos-saelco-turqetsi-tanamemamuleebs-afrtxilebs-259299716.html
საქართველოს საელჩო თურქეთში თანამემამულეებს აფრთხილებს
საქართველოს საელჩო თურქეთში თანამემამულეებს აფრთხილებს
Sputnik საქართველო
თურქეთი 6 სექტემბრიდან ქვეყანაში ახალ შეზღუდვებს აწესებს, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. 03.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-03T18:24+0400
2021-09-03T18:24+0400
2023-07-20T15:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252412065_0:393:2943:2048_1920x0_80_0_0_fe3e5d25dfd5457c139e90e61e712370.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საელჩო თურქეთში თანამემამულეებს აფრთხილებს ახალი შეზღუდვების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად 6 სექტემბრიდან ამოქმედდება, ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის, თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მოქალაქე ვალდებულია აპლიკაციის Hayat Evev Sığar -HES kodu საშუალებით წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი.ამ დოკუმენტების არქონის შემთხვევაში პირმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო მგზავრობის მსურველებზე.კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასევე სავალდებულო იქნება ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარდგენა. შეზღუდვები არ ვრცელდება ტურისტებზე.დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საელჩო თანამოქალაქეებს „ცხელი ხაზის“ შემდეგ ნომრებზე დაკავშირებას სთავაზობს: ანკარაში +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80; სტამბულში +90 541 818 44 00; ტრაპიზონში +90 541 326 22 26; იზმირში +90 530 280 45 08.
https://sputnik-georgia.com/20210826/janmo-gebreiesusi-axali-pandemia-semodgomistvis-258620724.html
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252412065_284:400:2477:2045_1920x0_80_0_0_7e31feadcf224fc8e0009aee94bea7e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველოს საელჩო თურქეთში თანამემამულეებს აფრთხილებს
18:24 03.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) თურქეთი 6 სექტემბრიდან ქვეყანაში ახალ შეზღუდვებს აწესებს, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საელჩო თურქეთში თანამემამულეებს აფრთხილებს ახალი შეზღუდვების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად 6 სექტემბრიდან ამოქმედდება, ნათქვამია დიპლომატიური უწყების
განცხადებაში.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის, თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მოქალაქე ვალდებულია აპლიკაციის Hayat Evev Sığar -HES kodu საშუალებით წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამ დოკუმენტების არქონის შემთხვევაში პირმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო მგზავრობის მსურველებზე.
კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასევე სავალდებულო იქნება ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარდგენა. შეზღუდვები არ ვრცელდება ტურისტებზე.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საელჩო თანამოქალაქეებს „ცხელი ხაზის“ შემდეგ ნომრებზე დაკავშირებას სთავაზობს: ანკარაში +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80; სტამბულში +90 541 818 44 00; ტრაპიზონში +90 541 326 22 26; იზმირში +90 530 280 45 08.