„უნდა გავერთიანდეთ“ – პუტინმა ავღანეთში შექმნილი ვითარება შეაფასა

© photo: Sputnik / Grigory Sisoev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის აზრით, ყველა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პრობლემებთან საბრძოლველად. საჭიროა თავად ავღანეთში პოლიტიკური ძალების ლეგალიზაციის საკითხის მოგვარება.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის ჯარის გამოყვანის შემდეგ ავღანეთში შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა.
„ეს სიმართლეა. ეს ჩემი სიტყვები არ არის. თავად ამერიკელი ანალიტიკოსების სიტყვებია. ესაა კატასტროფა, რადგან თუ ამერიკელებმა – ზოგადად ისინი ძალიან პრაგმატული არიან – მთელ ამ კამპანიაზე სამ-ნახევარი ტრილიონი დოლარი დახარჯეს ამ წლების განმავლობაში, შედეგი როგორია? ნული“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
მან ყურადღება გაამახვილა ასევე ადამიანების რაოდენობაზე, რომლებიც აშშ-თან და მის მოკავშირეებთან თანამშრომლობდნენ, შემდეგ კი ქვეყანაში მიტოვებული აღმოჩნდნენ.
ვითარება ავღანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
მსოფლიო დღეს
ტერორისტული „ალ-ქაიდა“ თალიბებს შეუერთდა: ცნობას წინააღმდეგობის ფრონტი ავრცელებს
„ავღანეთის მაგალითზე ბევრი ჩემი კოლეგისგან მსმენია – დიახ, ეს შეცდომაა, დიახ, ჩვენ არასწორად მოვიქეცით, მომავალში ასე აღარ უნდა მოვიქცეთ. მაგრამ ასე იქცეოდნენ ჯერ კიდევ კათოლიკე მღვდლების ე.წ. საგანმანათლებლო საქმიანობის დროიდან, რომლებიც, პირობითად, ჩადიოდნენ იმავე აზიურ ქვეყნებში, იმავე ჩინეთში, და ადგილობრივ მოსახლეობას ცივილიზაციას აზიარებდნენ, ეყრდნობოდნენ რა გარკვეულ მიღწევებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, განათლებაში, მედიცინაში“, – განმარტა პუტინმა.
თუმცა, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავარი მიზანი სწორედ კათოლიციზმის გავრცელება იყო. ახლა, პუტინის თქმით, მიმდინარეობს არა სულიერი ან ეკონომიკური კოლონიზაცია, არამედ დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრების საბაბით საკუთარი გავლენის შენარჩუნების მცდელობა.
ავღანეთზე საუბრისას მან მიუთითა, რომ დაუშვებელია დემოკრატიის გარედან ძალით თავს მოხვევა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
რუსეთმა ავღანეთის ახალი ხელისუფლების აღიარების პირობა დაასახელა
„დემოკრატია, თუ ის რომელიმე ერს სჭირდება, იქამდე თავად მივა“, – დაასკვნა რუსეთის ლიდერმა.
ამჟამად, მისი სიტყვებით, ყველა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს და შეებრძოლოს წარმოქმნილ პრობლემებს. კერძოდ, საჭიროა თავად ავღანეთში პოლიტიკური ძალების ლეგალიზაციის საკითხის მოგვარება იმის გათვალისწინებით, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება.
„საჭიროა გაერთიანება, რათა ეფექტურად დავუპირისპირდეთ იმავე ტერორიზმს, რომელთან ბრძოლის მიზნითაც შევიდნენ ამერიკული ჯარები ავღანეთის ტერიტორიაზე, ნარკოტიკების გავრცელებას, ორგანიზებულ დანაშაულს. არსებობს საერთო საფრთხეები“, – აღნიშნა პუტინმა.
როგორც მან მიუთითა, თავად მოძრაობა „თალიბანი“, მართალია, შედგება პუშტუნების ტომებისგან, მაგრამ ავღანეთის ტერიტორიაზე სხვა ორგანიზაციების მრავალი წარმომადგენელიცაა. ასევე ბევრია რადიკალური ელემენტი, გამოშვებული ციხეებიდან, დასძინა მან .
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
მსოფლიო დღეს
ამერიკელები წავიდნენ: „თალიბანი“ სრულად აკონტროლებს ქაბულის აეროპორტს
„რუსეთი არ არის დაინტერესებული ავღანეთის დეზინტეგრაციით. თუ ეს მოხდება, ვეღარავის დაველაპარაკებით. და თუ ასეა, მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც უფრო სწრაფად შევა „თალიბანი“ ცივილიზებული ხალხების ოჯახში, მით უფრო ადვილი იქნება ურთიერთობა, ზემოქმედება და კითხვების დასმა“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ამ ცივილიზებული ურთიერთობის ფარგლებში დაცული უნდა იყოს გარკვეული ცივილიზებული წესები. ასევე საჭიროა იმის დანახვა, რა იმალება მოძრაობა „თალიბანის“ ხელმძღვანელთა განცხადებების უკან.
რუსეთის პრეზიდენტმა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარია გაკვეთილის სწორად გაგება და რეალურ პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
ლავროვი: რუსეთი მხარს უჭერს ავღანეთის ყველა პოლიტიკური ძალის დიალოგს
„ავღანეთზე ამბობენ: შევედით, ბევრი შეცდომა დავუშვით, და ამავდროულად იგივე გრძელდება სხვა ქვეყნების მიმართ. სანქციები – რას ემსახურება ისინი? ესაა იმავე საკუთარი სტანდარტების თავს მოხვევის პოლიტიკის გაგრძელება“, – აღნიშნა პუტინმა.
მან დააზუსტა, რომ საქმე ეხება არა რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებს, მათ შორის, აზია–წყნარი ოკეანის რეგიონს, ლათინურ ამერიკას და მთელ მსოფლიოს.
„თუ რაიმე კაპიტალური დასკვნები გაკეთდება, მაშინ მსოფლიო პოლიტიკაში გლობალური ცვლილებების მოწმენი გავხდებით. დასრულდა თუ არა დომინანტობა, ეს, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმ ქვეყნების ეკონომიკურ პოტენციალზე, რომლებიც საერთაშორისო სცენაზე ფიგურირებენ“, – დაასკვნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ყველა ახალი ამბავი
0