რუსეთმა ავღანეთის ახალი ხელისუფლების აღიარების პირობა დაასახელა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გამოწერა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვი დაელოდება ავღანეთში ახალი, ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებას და მხოლოდ მერე გადაწყვეტს მისი აღიარების საკითხს, განაცხადა РИА Новости-სთან ექსკლუზიურ ინტერვუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იგორ მორგულოვმა.

„რაც შეეხება ოფიციალურ აღიარებას, საჭიროა დაველოდოთ [ავღანეთის] ახალი მთავრობის ფორმირებას, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა იქნებოდა წარმოდგენილი — ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით, შემდეგ კი საკუთარ პოზიციას განვსაზღვრავთ. ამ საკთხში არ ვჩქარობთ“, — განაცხადა მორგულოვმა.

იგორ კოროტჩენკო - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
სადავო კუნძულები: რუსი ექსპერტი იაპონიას რუსეთის კონსტიტუციის წაკითხვას ურჩევს
მისი აზრით, ავღანეთში ვითარების დრამატიზება არ ღირს.
„ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საომარი მოქმედებები დასრულებულია, ასევე გამოაცხადა სამთავრობო ჩინოვნიკების საყოველთაო ამნისტია, კოალიციური ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბების განზრახვა, ქალთა უფლებების დაცვა, რაღა თქმა უნდა, ისლამური სამართლებრივი სისტემის ფარგლებში, მედიასაშუალებების თავისუფლების შენარჩუნება. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამოაცხადა ქვეყანაში ნარკოწარმოების აღმოფხვრისკენ სწრაფვა. ყოველივე ამას პოზიტიურ სიგნალებად ვაფასებთ და მათ პრაქტიკულ განხორციელებას ველოდებით“, — აღნიშნა დიპლომატმა.
მორგულოვის თქმით, მოსკოვში გულწრფელად იმედოვნებენ, რომ „ჩართული მხარეები“ მოახერხებენ პოლიტიკურ კონსენსუსს და „სახელმწიფო ხელისუფლების ახალი სტრუქტურა მთელი ავღანელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იქნება ფორმირებული“.
ყველა ახალი ამბავი
0