სადავო კუნძულები: რუსი ექსპერტი იაპონიას რუსეთის კონსტიტუციის წაკითხვას ურჩევს

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიიგორ კოროტჩენკო
იგორ კოროტჩენკო - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. კურილის კუნძულები რუსეთის განუყოფელი ნაწილია და ნებისმიერი კამათი ამ საკითხზე არააქტუალურია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ბოლო ცვლილებების შეტანის შემდეგ, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს სამხედრო ექსპერტმა იგორ კოროტჩენკომ.
აღნიშნული კომნტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ განაცხადა, რომ ტოკიო დიპლომატიური არხებით პროტესტს გამოუცხადებს რუსეთს კუნძულ იტურუპის რაიონში სასწავლო სროლების ჩატარების გეგმებთან დაკავშირებით.

„კურილის კუნძულები — ეს რუსეთის ტერიტორიაა. იქ არის დაჯგუფება, რომლის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდის პროცესი სროლებსა და სწავლებებს მოიცავს. გასაგებია, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტრადიციულად ამ სახით რეაგირებს, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ვურჩიოთ, რომ რუსეთის განახლებული კონსტიტუცია წაიკითხონ, სადაც იაპონიასთან კურილის სტატუსის განხილვის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დახურულია“, — განაცხადა კოროტჩენკომ.

ექსპერტის თქმით, იაპონელი პოლიტიკოსის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ტოკიოს რიტუალური ჟესტი, რომელსაც პრაქტიკაზე არანაირი „სამართლებრივი, იურიდიული თუ სხვა სახის შედეგები“ არ ექნება.
იაპონია პრეტენზიას აცხადებს კურილის ოთხი კუნძულის — კუნაშირის, შიკოტანის, იტურუპისა და ჰაბომაისთან დაკავშირებით, რა დროსაც 1855 წლის ორმხრივ სასაზღვრო და სავაჭრო ტრაქტატს ეყრდნობა. სწორედ ამ კუნძულების უკან გადაცემა დააყენა იაპონიამ რუსეთთან საზავო ხელშეკრულების დადების პირობად, რომელზეც დღემდე არ არის მოწერილი ხელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
რუსეთისა და იაპონიის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
რუსეთის პრემიერის „დასანანი“ ვიზიტი: ტოკიო მოსკოვს პროტესტს გამოუცხადებს
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც მოსკოვი დაეთანხმა ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საკითხის განხილვას, მაგრამ საბოლოოდ ოპონენტები ისევ თავდაპირველ პრეტენზიებს დაუბრუნდნენ. შემდგომ დიალოგებს აღნიშნულ საკითხზე შედეგი არ მოჰყოლია.
მოსკოვის პოზიციის თანახმად, კუნძულები სსრკ-ის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შედეგების მიხედვით შევიდა და მათზე რუსეთის სუვერენიტეტი ეჭვს არ იწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0