https://sputnik-georgia.com/20210726/iaponia-ruseTs-protests-gamoucxadebs--252419656.html
რუსეთის პრემიერის „დასანანი“ ვიზიტი: ტოკიო მოსკოვს პროტესტს გამოუცხადებს
რუსეთის პრემიერის „დასანანი“ ვიზიტი: ტოკიო მოსკოვს პროტესტს გამოუცხადებს
Sputnik საქართველო
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი უკვე გამოიძახა მისთვის პროტესტის გადასაცემად. 26.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-26T09:41+0400
2021-07-26T09:41+0400
2023-07-20T15:43+0400
რუსეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1a/249806242_0:156:3073:1884_1920x0_80_0_0_63a7fab89407aee209876bb9bf81299d.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. იაპონია უახლოეს დროში გამოუცხადებს რუსეთს პროტესტს პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის კუნძულ იტურუპზე ვიზიტის გამო, განაცხადა იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ პრესკონფერენციაზე.მისი თქმით, მანამდე, როდესაც იტურუპზე მიშუსტინის მოსალოდნელი ვიზიტის თაობაზე შეიტყვეს, იაპონიამ „დიპლომატიური არხებით არაერთხელ გაუგზავნა მოთხოვნა რუსულ მხარეს“, რათა მას უარი ეთქვა კუნძულზე ჩასვლაზე.როგორც რუსული პრესა წერს, მიშუსტინს კურილის კუნძულებზე ყურადღების გამახვილება პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაავალა, რომელმაც მანამდე კურილის კუნძულების ეკონომიკურ საქმიანობაში იაპონიის ჩართულობის თაობაზე „უნიკალური და უპრეცედენტო“ წინადადებები გაახმოვანა“. პუტინის თქმით, საბოლოო ინიციატივები მიშუსტინის შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ჩამოყალიბდება.ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი მიხაილ გალუზინი უკვე გამოიძახა მისთვის პროტესტის გადასაცემად. რუსეთის ელჩს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკეო მორი შეხვდება.ტოკიოსა და მოსკოვს შორის დღემდე მიმდინარეობს დავა კურილის კუნძულების თაობაზე. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
https://sputnik-georgia.com/20210427/iaponia-kurilis-kunZulebs-ar-daTmobs-251576780.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1a/249806242_167:0:2898:2048_1920x0_80_0_0_c91e31505f63d09ea25ad273dc91a208.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთის პრემიერის „დასანანი“ ვიზიტი: ტოკიო მოსკოვს პროტესტს გამოუცხადებს
09:41 26.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი უკვე გამოიძახა მისთვის პროტესტის გადასაცემად.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. იაპონია უახლოეს დროში გამოუცხადებს რუსეთს პროტესტს პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის კუნძულ იტურუპზე ვიზიტის გამო, განაცხადა იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ პრესკონფერენციაზე.
„რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იტურუპზე არ ემთხვევა ჩვენი ქვეყნის პოზიციას ჩრდილოეთის ტერიტორიებისადმი და ღრმა სინანულს იწვევს. უახლოეს დღეებში რუსეთის მთავრობას პროტესტი გაეგზავნება“, — აღნიშნა კატომ.
მისი თქმით, მანამდე, როდესაც იტურუპზე მიშუსტინის მოსალოდნელი ვიზიტის თაობაზე შეიტყვეს, იაპონიამ „დიპლომატიური არხებით არაერთხელ გაუგზავნა მოთხოვნა რუსულ მხარეს“, რათა მას უარი ეთქვა კუნძულზე ჩასვლაზე.
როგორც რუსული პრესა წერს, მიშუსტინს კურილის კუნძულებზე ყურადღების გამახვილება პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაავალა, რომელმაც მანამდე კურილის კუნძულების ეკონომიკურ საქმიანობაში იაპონიის ჩართულობის თაობაზე „უნიკალური და უპრეცედენტო“ წინადადებები გაახმოვანა“. პუტინის თქმით, საბოლოო ინიციატივები მიშუსტინის შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ჩამოყალიბდება.
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი მიხაილ გალუზინი უკვე გამოიძახა მისთვის პროტესტის გადასაცემად. რუსეთის ელჩს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკეო მორი შეხვდება.
ტოკიოსა და მოსკოვს შორის დღემდე მიმდინარეობს დავა კურილის კუნძულების თაობაზე. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.