https://sputnik-georgia.com/20210903/premieri-lokdauni-gamosavali-araa-259304529.html
პრემიერი: „ლოკდაუნი“ გამოსავალი არაა
პრემიერი: „ლოკდაუნი“ გამოსავალი არაა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ქვეყნის ჩაკეტვას არ აპირებს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ლოკალურ შეზღუდვებს არ გამორიცხავს. 03.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-03T21:01+0400
2021-09-03T21:01+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462504_0:14:1024:590_1920x0_80_0_0_7a991aca5901fc396ff2bb037f7b7219.jpg
„თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ქვეყნის ჩაკეტვა გამოსავალი არ არის, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.„ლოკდაუნის“ შესახებ ხმები ქვეყანაში აგვისტოს დასაწყისიდან გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ინფიცირებულების რაოდენობამ დღითი დღე მკვეთრად იმატა. აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 137.755 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე არსებული შემთხვევების მეოთხედია. ასევე აგვისტოს დასაწყისიდან 1.796 ადამიანი გარდაიცვალა – გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 23%.მისი თქმით, უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მთავრობა „ლოკდაუნზე“ უარს ამბობს – ეკონომიკაა.„ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.მისი განცხადებით, ამჟამად საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება იმის წყალობით, რომ მთავრობამ ქვეყანა არ ჩაკეტა.ამასთან პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. მან დასძინა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ლოკალური შეზღუდვები გაგრძელდება.ამჟამად საქართველოს დიდ ქალაქებში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, სკოლები და უნივერსიტეტები მუშაობას ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებენ, საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე დაკეტილი იქნება, აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. ქვეყანაში პირბადის ტარება სავალდებულოა.
https://sputnik-georgia.com/20210903/tikaraze-seimcneva-epidvitarebis-stabilizacia-259301704.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252462504_107:0:1024:688_1920x0_80_0_0_13f463c69ce0fb2f3ff9b86889bd051b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , covid-19
ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , covid-19
პრემიერი: „ლოკდაუნი“ გამოსავალი არაა
21:01 03.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოს მთავრობა ქვეყნის ჩაკეტვას არ აპირებს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ლოკალურ შეზღუდვებს არ გამორიცხავს.
„თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ქვეყნის ჩაკეტვა გამოსავალი არ არის, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ლოკდაუნის“ შესახებ ხმები ქვეყანაში აგვისტოს დასაწყისიდან გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ინფიცირებულების რაოდენობამ დღითი დღე მკვეთრად იმატა. აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 137.755 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე არსებული შემთხვევების მეოთხედია. ასევე აგვისტოს დასაწყისიდან 1.796 ადამიანი გარდაიცვალა – გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 23%.
„ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, შემიძლია ერთ საათში გადავკეტო ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა შესაძლო „ლოკდაუნზე“ დასმული კითხვის პასუხად.
მისი თქმით, უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მთავრობა „ლოკდაუნზე“ უარს ამბობს – ეკონომიკაა.
„ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი განცხადებით, ამჟამად საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება იმის წყალობით, რომ მთავრობამ ქვეყანა არ ჩაკეტა.
„ამ პროცესში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება და, მეორე მხრივ, პროცესის მართვა. რაც შეეხება მართვას... მართვა ჩვენ გვესმის შემდეგნაირად: არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე, და ამას ახერხებს დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. მან დასძინა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ლოკალური შეზღუდვები გაგრძელდება.
ამჟამად საქართველოს დიდ ქალაქებში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, სკოლები და უნივერსიტეტები მუშაობას ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებენ, საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე დაკეტილი იქნება, აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. ქვეყანაში პირბადის ტარება სავალდებულოა.