ოპოზიცია–პოზიცია: ვინ როგორ აფასებს პრეზიდენტის განცხადებას

© Sputnik / Alexander Imedashviliევროკავშირის და საქართველოს დროშები
ევროკავშირის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს სესხის მიღებაზე ხელისუფლების უართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია ემთხვევა ოპოზიციის მოსაზრებას. ხელისუფლებას სხვა შეხედულება აქვს.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ, რომელშიც მან გააკრიტიკა მთავრობა ევროკავშირისგან სესხის მიღებაზე უარის თქმის გამო, ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
საქართველოს მთავრობამ სამშაბათს განაცხადა, რომ უარს აცხადებს ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს ოდენობით კრედიტის მეორე ტრანშის მიღებაზე და საკუთარი გადაწყვეტილება ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდითა და საგარეო ვალის შემცირების აუცილებლობით ახსნა.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა ევროკავშირის კრედიტზე უარის გამო გააკრიტიკა
ზურაბიშვილმა მთავრობის გადაწყვეტილებას „გაუგებარი“ და „დაუფიქრებელი ნაბიჯი“ უწოდა. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უარის თქმა კრედიტზე ნეგატიურად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე.
ოპოზიცია კმაყოფილია
საქართველოს პრეზიდენტმა რეალურად შეაფასა განვითარების ევროპული გზიდან ქვეყნის გადახვევის არსებული საფრთხე, აღნიშნა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.
„აქედან გამომდინარეობს მისი ასეთი მკაცრი განცხადება, შეიძლება ითქვას, „ქართული ოცნების“ გაკიცხვაც კი. ვფიქრობ, ამ განცხადებაში იგი კიდევ ერთხელ მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ ატყუებს საკუთარ ხალხს, როდესაც 75-მილიონიან დახმარებაზე უარს ამბობს იმ მოტივით, თითქოს ჩვენ მდიდრები ვართ და ყველაფერი კარგად გვაქვს, არამედ ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ გადაუხვია დასავლურ კურსს“, – აღნიშნა აქუბარდიამ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
„ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი“: ვნებათაღელვა ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით
პრეზიდენტის განცხადება შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამაც.
„ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნისთვის ისეთ დამღუპველ სპირალშია, რომ ისეთ ფიგურასაც კი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, ესმის, რომ საჭიროა მისგან დისტანცირება, თუნდაც თავისი პირადი სამომავლო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ბოკერიამ.
ზურაბიშვილის განცხადებით კმაყოფილია აგრეთვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„უკვე აღარავინ დარჩა არც საერთაშორისო არენაზე, არც ქვეყნის შიგნით, და ბოლოს პრეზიდენტის განცხადებაც აბსოლუტურად სწორი იყო – მან რეალისტურად შეაფასა შექმნილი სიტუაცია“, – აღნიშნა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.
განცხადება იმ ადამიანისა, რომელსაც გასიგრძეგანებული აქვს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე, ქვეყანაზე – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ლელოს“ წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
სკანდალი ევროკრედიტის არ/ვერ მიღებასთან დაკავშირებით: ევროკავშირის წარმომადგენლობის ვერსია
„ეს არის ერთ-ერთი დამატებითი შესაძლო იარაღი იმისა, რომ ხელისუფლებაში გონს მოეგონ. არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ მთელი დემოკრატიული სამყარო საუბრობს, რომ ეს არის თვალთმაქცობა, რომ ევროკავშირთან ამ ტიპის ურთიერთობებით ქვეყანა, შესაძლოა, გრძელვადიანად დაზიანდეს, და ახლა ამაზე საუბრობს ხელისუფლების მხარდაჭერით სახელმწიფოს მეთაურად არჩეული საქართველოს პრეზიდენტი. ამაზე მეტი მტკიცებულება რა შეიძლება არსებობდეს კეთილგონიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს გაიაზროს, თუ რამდენ შეცდომას უშვებს მთავრობა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტს ყველაფერში არ ეთანხმებიან
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მმართველ პარტიაშიც შეაფასეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, საქართველო ევროკავშირის დახმარებაზე უარს არ ამბობს.
„აქ ლაპარაკი არის ძალიან ბანალურ ვითარებაზე. სახელმწიფო და მთავრობა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე დამატებითი სესხის აღება საჭირო არ არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ამ თემას ოპოზიცია იყენებს როგორც წინასაარჩევნო ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტს.
ევროკავშირის დროშები. ბრიუსელი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
საქართველოს ფული არ სჭირდება?! კონგრესი ამას გაითვალისწინებს! – კელი დეგნანი
„გასაგებია პრეზიდენტის შეშფოთება, მაგრამ, მერწმუნეთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები და ჩაცხრება პოლიტიკური ვნებათაღელვა, ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ ეს ამხელა აჟიოტაჟი მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეული იყო ამ თემის წინასაარჩევნოდ გამოყენებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დღევანდელი მთავრობის პირობებში ყველაზე მყარი და თანმიმდევრული ნაბიჯებით მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით.
„რაც შეეხება პრეზიდენტის შეშფოთებას, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ცდილობს იყოს მოვლენათა დამაბალანსებელი და მისი ეს განცხადება, ჩემი აზრით, სწორედ ამას ემსახურება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0