საქართველოს ფული არ სჭირდება?! კონგრესი ამას გაითვალისწინებს! – კელი დეგნანი
15:49 02.09.2021 (განახლებულია: 20:12 02.09.2021)

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky
/ გამოწერა
საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე – 75 მილიონ ევროზე.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო უარს ამბობს ევროკავშირის მაკროეკონომიკურ დახმარებაზე, ამერიკის კონგრესისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
დიპლომატის თქმით, მათთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო ასეთი განცხადება საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონისა და კოვიდ-პანდემიის შედეგების ფონზე.
„ჩვენთვის სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს დახმარება უმუშევრობის მაღალი დონის, სიღარიბის მაჩვენებლის და კოვიდის გავლენის მიუხედავად“, – განაცხადა დეგნანმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ იმისდა მიუხედავად, აიღებს თუ არა საქართველოს მთავრობა ევროკავშირის შემოთავაზებულ თანხას, სასამართლო რეფორმა ქვეყანას ძალიან სჭირდება და ის უნდა გატარდეს. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესი თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მუდმივ კავშირშია ქვეყნის მთავრობასთან და განიხილავს სხვადასხვა საკითხს.

„დარწმუნებული ვარ, ისინი გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ დახმარების სახით 75 მილიონი ევრო არ სჭირდება“, – მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს პრემიერმა სამშაბათს განაცხადა, რომ საქართველომ გადაწყვიტა არ აიღოს ევროკავშირის მაკროეკონომიკური დახმარების მეორე ტრანში 75 მლნ ევროს კრედიტის სახით.
საქართველოს პრემიერმა სამშაბათს განაცხადა, რომ საქართველომ გადაწყვიტა არ აიღოს ევროკავშირის მაკროეკონომიკური დახმარების მეორე ტრანში 75 მლნ ევროს კრედიტის სახით.
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის ხარისხთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ საქართველო ისედაც ვერ მიიღებდა დაპირებულ ფულს.
ამის პასუხად ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, რეფორმის წყალობით საქართველოს სასამართლო სისტემა ევროკავშირის ბევრი ქვეყნის სასამართლო სისტემაზე მაღლა დგას.