https://sputnik-georgia.com/20210902/salome-zurabisvilma-mtavroba-evrokavsiris-kreditze-uaris-gamo-gaakritika-259270773.html
სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა ევროკავშირის კრედიტზე უარის გამო გააკრიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა ევროკავშირის კრედიტზე უარის გამო გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
ეკონომიკური ზრდის ორნიშნა რიცხვიც ვერ გააბათილებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზარალს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსმა მიაყენა, მიიჩნევს პრეზიდენტი. 02.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-02T22:48+0400
2021-09-02T22:48+0400
2021-09-02T23:26+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251232250_0:0:2797:1573_1920x0_80_0_0_ae72c47ab163721d64e9afff5e4fc9f7.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. მთავრობის მიერ ევროკავშირის სესხზე უარის თქმა გაუგებარია და ქვეყნის რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.საქართველოს პრემიერმა სამშაბათს განაცხადა, რომ საქართველომ გადაწყვიტა არ აიღოს ევროკავშირის მაკროეკონომიკური დახმარების მეორე ტრანში 75 მლნ ევროს კრედიტის სახით. მთავრობაში ეს ნაბიჯი მაღალი ეკონომიკური ზრდით და საგარეო ვალის შემცირების სურვილით ახსნეს.„გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისა და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი – ვალის შემცირების აუცილებლობა ანალიზს ვერ უძლებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ორნიშნა რიცხვიც ვერ გააბათილებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსმა მოუტანა.ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სესხის საკითხი მხოლოდ ეკონომიკური საკითხი როდია.„მთავარი არის ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობა. მართალია, ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.მისი განცხადებით, ეკონომიკური იზოლაციონიზმი პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა და ასეთმა ნაბიჯებმა მოსახლეობაში არ უნდა გააჩინოს ცრუ წარმოდგენები.ასევე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ავღანეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ იქმნება ახალი სტრატეგიული სიტუაცია, რა დროსაც საქართველოს სტაბილურობა და უსაფრთხოება ევროპაზე კიდევ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული.„როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში, ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.მან ხელისუფლების ნაბიჯებს „დაუფიქრებელი“ უწოდა, ხოლო ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში ამხილა.„ყველაფერს ვიღონებ, რომ ვერავინ, ვერც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და ვერც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც ექვსი თვე ძირს უთხრიდა, ვერ შეძლონ ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.მან ორივე მხარის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.„ერთს (ხელისუფლებას - რედ.) ეკუთვნის პასუხისმგებლობა – სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა; მეორეს კი (ოპოზიციას) არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210808/zurabiSvili-Secdomaa-miSelis-SeTanxmebis-anulireba-destruqciuli-Zalis-gamo-252532221.html
https://sputnik-georgia.com/20210804/zurabishvili-shetanxmebis-taobaze-mmartvel-partiastan-252499252.html
https://sputnik-georgia.com/20210901/nacionaluri-mozraoba-sarl-miselis-setanxmebas-xels-awers-259229278.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251232250_33:0:2764:2048_1920x0_80_0_0_ae5b806f2420b8c22ea59a4b120edfcc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა ევროკავშირის კრედიტზე უარის გამო გააკრიტიკა
22:48 02.09.2021 (განახლებულია: 23:26 02.09.2021) ეკონომიკური ზრდის ორნიშნა რიცხვიც ვერ გააბათილებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზარალს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსმა მიაყენა, მიიჩნევს პრეზიდენტი.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. მთავრობის მიერ ევროკავშირის სესხზე უარის თქმა გაუგებარია და ქვეყნის რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება,
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრემიერმა სამშაბათს განაცხადა, რომ საქართველომ გადაწყვიტა არ აიღოს ევროკავშირის მაკროეკონომიკური დახმარების მეორე ტრანში 75 მლნ ევროს კრედიტის სახით. მთავრობაში ეს ნაბიჯი მაღალი ეკონომიკური ზრდით და საგარეო ვალის შემცირების სურვილით ახსნეს.
„გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისა და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი – ვალის შემცირების აუცილებლობა ანალიზს ვერ უძლებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ორნიშნა რიცხვიც ვერ გააბათილებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსმა მოუტანა.
„გაუგებარია, რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. ვიდრე ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სესხის საკითხი მხოლოდ ეკონომიკური საკითხი როდია.
„მთავარი არის ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობა. მართალია, ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი განცხადებით, ეკონომიკური იზოლაციონიზმი პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა და ასეთმა ნაბიჯებმა მოსახლეობაში არ უნდა გააჩინოს ცრუ წარმოდგენები.
ასევე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ავღანეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ იქმნება ახალი სტრატეგიული სიტუაცია, რა დროსაც საქართველოს სტაბილურობა და უსაფრთხოება ევროპაზე კიდევ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული.
„როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში, ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ხელისუფლების ნაბიჯებს „დაუფიქრებელი“ უწოდა, ხოლო ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში ამხილა.
„ყველაფერს ვიღონებ, რომ ვერავინ, ვერც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და ვერც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც ექვსი თვე ძირს უთხრიდა, ვერ შეძლონ ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ორივე მხარის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.
„ერთს (ხელისუფლებას - რედ.) ეკუთვნის პასუხისმგებლობა – სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა; მეორეს კი (ოპოზიციას) არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.