https://sputnik-georgia.com/20210808/zurabiSvili-Secdomaa-miSelis-SeTanxmebis-anulireba-destruqciuli-Zalis-gamo-252532221.html
ზურაბიშვილი: შეცდომაა მიშელის შეთანხმების ანულირება დესტრუქციული ძალის გამო
ზურაბიშვილი: შეცდომაა მიშელის შეთანხმების ანულირება დესტრუქციული ძალის გამო
Sputnik საქართველო
მიშელის შეთანხმების პირველი ვარიანტი, სადაც არ იყო ნათქვამი მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ 43%-ის მოპოვების შესახებ, უფრო მისაღები... 08.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-08T16:25+0400
2021-08-08T16:25+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/08/252532124_0:0:1400:789_1920x0_80_0_0_05f9df854296bfccac795533370467f5.png
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის ეგიდით შეიქმნა, არ უნდა გაუქმდეს დესტრუქციული მხარის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამო, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 26 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება.როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიები მუდმივად არღვევდნენ შეთანხმებას და „ქართული ოცნება" იყო ერთადერთი, ვინც მას ასრულებდა. მან ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია არ აწერს ხელს, ზიანს აყენებს ქვეყნის ინტერესებს.პრეზიდენტის თქმით, მმართველი პარტია, ერთის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას" დესტრუქციულ ძალას უწოდებს, მეორე მხრივ კი მის გამო უარყოფს მნიშვნელოვან შეთანხმებას და ამ დროს მას უწოდებს „მთავარ ოპოზიციურ პარტიას".სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უფრო მისაღები იყო შარლ მიშელის შეთანხმების პირველი ვარიანტი, სადაც არ იყო საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე 43%-იან მაჩვენებელზე, რომელიც მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს.„მე არაფერს უნდა ვამბობდე დოკუმენტის შინაარსზე, მაგრამ იყო დოკუმენტის პირველი ვერსია, რომელიც არ შეიცავდა ამ 43%-ს და მმართველმა პარტიამ მას ხელი არ მოაწერა. შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ვერსიას, სადაც ეს პუნქტი უკვე ასახული იყო. ცხადია, მე უფრო პირველი ვარიანტისკენ ვიხრებოდი. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ზოგადად, არჩევნების ლეგიტიმურობის ასე ადვილად დათმობა ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.ზურაბიშვილის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების მხარეებს ადრე უნდა ეფიქრათ იმაზე, რა არის მისაღები ან მიუღებელი საზოგადოებისთვის.ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შეთანხმება 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმდა. ამ შეთანხმებამ ამოწურა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც 2020 წლის ნოემბრიდან გრძელდებოდა.შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე ლეიბორისტულმა პარტიამ და „ევროპულმა საქართველომ“. ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა", ოპოზიციურ ძალებთან ერთად, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, შევიდა პარლამენტში, მაგრამ ამით კრიზისის დაძლევა ვერ მოხერხდა.ივლისის დასაწყისში სამი ოპოზიციური ფრაქცია კვლავ გადავიდა პარლამენტის სხდომების ბოიკოტზე 5 ივლისის მოვლენების გამო, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ხოლო „ტვ პირველის“ ნაცემი ტელეოპერატორი 11 ივლისს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
https://sputnik-georgia.com/20210804/zurabishvili-shetanxmebis-taobaze-mmartvel-partiastan-252499252.html
https://sputnik-georgia.com/20210730/qartuli-ocneba-sheshinda-gaxaria-mishelis-shetanxmebis-anulirebaze-252464320.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/08/252532124_272:0:1400:846_1920x0_80_0_0_d0c1ec12f355570d25f77750e5ffbafc.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ზურაბიშვილი: შეცდომაა მიშელის შეთანხმების ანულირება დესტრუქციული ძალის გამო
16:25 08.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) მიშელის შეთანხმების პირველი ვარიანტი, სადაც არ იყო ნათქვამი მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ 43%-ის მოპოვების შესახებ, უფრო მისაღები იყო, განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის ეგიდით შეიქმნა, არ უნდა გაუქმდეს დესტრუქციული მხარის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამო, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 26 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიები მუდმივად არღვევდნენ შეთანხმებას და „ქართული ოცნება" იყო ერთადერთი, ვინც მას ასრულებდა. მან ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია არ აწერს ხელს, ზიანს აყენებს ქვეყნის ინტერესებს.
პრეზიდენტის თქმით, მმართველი პარტია, ერთის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას" დესტრუქციულ ძალას უწოდებს, მეორე მხრივ კი მის გამო უარყოფს მნიშვნელოვან შეთანხმებას და ამ დროს მას უწოდებს „მთავარ ოპოზიციურ პარტიას".
„თემა - მთავარი ოპოზიციური პარტია არასწორია. ამ პარტიამ ამოირჩია მარგინალიზაცია. არ მოაწერა ხელი (მიშელის დოკუმენტს), დარჩა ქუჩაში, სადაც ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. დაველოდოთ არჩევნებს და ვნახოთ ხალხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უფრო მისაღები იყო შარლ მიშელის შეთანხმების პირველი ვარიანტი, სადაც არ იყო საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე 43%-იან მაჩვენებელზე, რომელიც მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს.
„მე არაფერს უნდა ვამბობდე დოკუმენტის შინაარსზე, მაგრამ იყო დოკუმენტის პირველი ვერსია, რომელიც არ შეიცავდა ამ 43%-ს და მმართველმა პარტიამ მას ხელი არ მოაწერა. შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ვერსიას, სადაც ეს პუნქტი უკვე ასახული იყო. ცხადია, მე უფრო პირველი ვარიანტისკენ ვიხრებოდი. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ზოგადად, არჩევნების ლეგიტიმურობის ასე ადვილად დათმობა ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების მხარეებს ადრე უნდა ეფიქრათ იმაზე, რა არის მისაღები ან მიუღებელი საზოგადოებისთვის.
ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შეთანხმება 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმდა. ამ შეთანხმებამ ამოწურა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც 2020 წლის ნოემბრიდან გრძელდებოდა.
შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე ლეიბორისტულმა პარტიამ და „ევროპულმა საქართველომ“. ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა", ოპოზიციურ ძალებთან ერთად, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, შევიდა პარლამენტში, მაგრამ ამით კრიზისის დაძლევა ვერ მოხერხდა.
ივლისის დასაწყისში სამი ოპოზიციური ფრაქცია კვლავ გადავიდა პარლამენტის სხდომების ბოიკოტზე 5 ივლისის მოვლენების გამო, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ხოლო „ტვ პირველის“ ნაცემი ტელეოპერატორი 11 ივლისს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.