https://sputnik-georgia.com/20210903/gamyrelize-yvela-orsuli-unda-aicras-259303608.html
გამყრელიძე: ყველა ორსული უნდა აიცრას, ეს 25-ჯერ შეამცირებს მათი დაინფიცირების რისკს
გამყრელიძე: ყველა ორსული უნდა აიცრას, ეს 25-ჯერ შეამცირებს მათი დაინფიცირების რისკს
Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალების გარდაცვალების 14 შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგები ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ ორსულებსა და იმ ქალებს... 03.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-03T20:39+0400
2021-09-03T20:39+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251319582_0:207:2905:1841_1920x0_80_0_0_f7ef1f82f357506d6a31816440d0b9e0.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. „დელტა“ შტამი განსაკუთრებით საშიში აღმოჩნდა ორსულებისთვის, ამიტომ მოვუწოდებ მათ, ფეხმძიმობის პერიოდში pfizer-ით აუცილებლად ორჯერ აიცრან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.გამყრელიძის ინფორმაციით, 2020 წელს კორონავირუსით მხოლოდ ერთი ორსული გარდაიცვალა, 2021 წლის მონაცებით კი 14 ორსულია გარდაცვლილი.გუშინ თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსით 47 წლის ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა. კოვიდ-ინფიცირებულ ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ტყუპი დაიბადა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, საკეისრო კვეთის ჩატარება დედის ინფიცირების და მძიმე მდგომარეობის გამო გახდა აუცილებელი. ერთი კვირის შემდეგ ქალის მდგომარეობა დამძიმდა. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.მანამდე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსით ახალნამშობიარები 19 წლის გოგონა გარდაიცვალა.ტრაგიკულად დასრულდა კოვიდ-ინფიცირების შემთხვევა 26 აგვისტოს ქუთაისის კლინიკა „ბომონდშიც“, სადაც 26 წლის ინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, ახალშობილის გადარჩენა კი ექიმებმა შეძლეს.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა.სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება. საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.259.391 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 822.297 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,8%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 437.094 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,3%.
https://sputnik-georgia.com/20210830/gamyrelize-rekomendebhulia-yvela-orsuli-aicras-258912786.html
https://sputnik-georgia.com/20210826/gabunia-delta-syami-metad-agresiulia-orsulebsi-258653120.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251319582_87:0:2818:2048_1920x0_80_0_0_7f252a9d33d6e1040c4dcd1f3da4aee9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
გამყრელიძე: ყველა ორსული უნდა აიცრას, ეს 25-ჯერ შეამცირებს მათი დაინფიცირების რისკს
20:39 03.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალების გარდაცვალების 14 შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგები ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ ორსულებსა და იმ ქალებს, ვინც ორსულობას გეგმავს.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. „დელტა“ შტამი განსაკუთრებით საშიში აღმოჩნდა ორსულებისთვის, ამიტომ მოვუწოდებ მათ, ფეხმძიმობის პერიოდში pfizer-ით აუცილებლად ორჯერ აიცრან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, 2020 წელს კორონავირუსით მხოლოდ ერთი ორსული გარდაიცვალა, 2021 წლის მონაცებით კი 14 ორსულია გარდაცვლილი.
„20-25 ათასი ორსულია ქვეყანაში დღეს. ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას Pfizer-ით და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ ორი აცრა Pfizer-ის. ეს თითქმის 25-ჯერ, მეტჯერ შეამცირებს რისკს მათი დაინფიცირების, გარდაცვალების და გართულების რისკს ორსულებში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
გუშინ თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსით 47 წლის ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა. კოვიდ-ინფიცირებულ ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ტყუპი დაიბადა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, საკეისრო კვეთის ჩატარება დედის ინფიცირების და მძიმე მდგომარეობის გამო გახდა აუცილებელი. ერთი კვირის შემდეგ ქალის მდგომარეობა დამძიმდა. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მანამდე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსით ახალნამშობიარები 19 წლის გოგონა გარდაიცვალა.
ტრაგიკულად დასრულდა კოვიდ-ინფიცირების შემთხვევა 26 აგვისტოს ქუთაისის კლინიკა „ბომონდშიც“, სადაც 26 წლის ინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, ახალშობილის გადარჩენა კი ექიმებმა შეძლეს.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2-დან 5 ათასამდე მერყეობს. გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელიც – მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1.588 ინფიცირებული გარდაიცვალა.
სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.259.391 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 822.297 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,8%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 437.094 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 15,3%.