მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენის რეიტინგი დაეცა: ქვეყნდება კვლევის შედეგები

© AFP 2024 / DREW ANGERERჯო ბაიდენი პრესკონფერენციაზე
ჯო ბაიდენი პრესკონფერენციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
ავღანეთში განვითარებულ მოვლენებზე ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა ამერიკელებმა ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დააკისრეს.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოღვაწეობის რეიტინგი აგვისტოს განმავლობაში ერთბაშად 6 პროცენტით დაეცა, ნათქვამია სოციოლოგიური სამსახურის Marist Institute-ის კვლევაში, რომელიც რადიო NPR-სა და ტელეგადაცემა PBS NewsHour-ის მარდაჭერით ჩატარდა.
გამოკითხვა ასახავს აშშ-ის მოსახლეობის რეაქციას ავღანეთთან დაკავშირებულ მოვლენებზე.
აშშ-ის დროშა ჯავშანმავალზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
მსოფლიო დღეს
აშშ ბაიდენის გადამრჩენელ თარჯიმანს ავღანეთიდან გაიყვანს – თეთრმა სახლმა პირობა დადო
კვლევის თანახმად, ჯო ბაიდენის მოღვაწეობას დადებითად ამ დროისათვის ამერიკელების 43% აფასებს. ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი 49% იყო. შესაბამისად, პრეზიდენტის საქმიანობით უკმაყოფილო ამერიკელთა რაოდენობამ 51% შეადგინა — წინა თვეში 44%-ის ნაცვლად. პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა 7%-მა.
იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომლებიც კატეგორიულად არ ამართლებენ ბაიდენის ქმედებებს, აგვისტოში 30%-იანი მაჩვენებლიდან 41%-მდე გაიზარდა.
ამასთან აღინიშნება, რომ აშშ-ის მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების როლი ავღანეთში „წარუმატებელი“ იყო. ამ შეფასებას ეთანხმება დემოკრატების 66% და რესპუბლიკელების 73%.
როგორც კვლევამ აჩვენა, ამერიკელების 61%-ს მიაჩნია, რომ ავღანეთმა „აშშ-ის მონაწილეობის გარეშე უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი“, 29% კი ფიქრობს, რომ აშშ „ვალდებულია“, დარჩეს ავღანეთში.
თალიბები ქაბულში - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
მსოფლიო დღეს
აშშ თალიბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს
კვლევის ფარგლებში ამერიკელებს ასევე სთხოვეს, დაესახელებინათ პრეზიდენტი, რომელიც, მათი აზრით, მთავარი პასუხისმგებელია აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნაზე ავღანეთში.
გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ პასუხისმგებლობა ჯორჯ ბუში-უმცროსს ეკისრება, 21%-ს მიაჩნია, რომ ეს ჯო ბაიდენია, ხოლო 15%-მა ბარაკ ობამა დაასახელა.
ბოლო თვეში განვითარებულ მოვლენებზე ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა ამერიკელებმა ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დააკისრეს — 12%.

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების უმეტესობა ავღანეთში ამერიკის პოლიტიკის ჩავარდნას ჯო ბაიდენს არ აბრალებს, ბევრი ფიქრობს, რომ ის სწორად ვერ გაუმკლავდა ამერიკული ჯარების გამოყვანას ქვეყნიდან. ავღანეთიდან ამერიკის გამოსვლის ასეთმა დასასრულმა სერიოზულად დააზიანა ბაიდენის რეპუტაცია ამერიკელებს შორის“, — ამბობს Marist Poll-ის დირექტორი ლი მაირინჰოფი.

გამოკითხვაში, რომელიც 26-31 აგვისტოს ჩატარა, 1.241-მა სრულწლოვანმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა.
ყველა ახალი ამბავი
0