უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები საარჩევნო პროცესში ჩაერთვებიან

© photo: Sputnik / Stringerცესკოს ბრიფინგების ოთახი
ცესკოს ბრიფინგების ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
სტუდენტები ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერებს ინტერნეტ–სივრცეში განათავსებენ.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო პროცესში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თანამშრომლობის მემორანდუმი ცესკომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან გუშინ გააფორმა.
მემორანდუმის მიხედვით, უნივერსიტეტები იღებენ ვალდებულებას, რომ არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერების ინტერნეტ–სივრცეში განთავსების უზრუნველყოფის მიზნით ცესკოს მიაწვდიან შესაბამისი კვალიფიკაციის სტუდენტების/კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციას.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
ცესკომ და 24-მა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
ამას გარდა მხარეები ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების მიმართულებითაც ითანამშრომლებენ.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივის შედეგად საქმეში სტუდენტები ჩაერთვებიან და გარკვეულ წვლილს შეიტანენ საარჩევნო პროცესში. ასევე ახალგაზრდა თაობას მიეცემა შესაძლებლობა ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში მიიღოს სამუშაო გამოცდილება.
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
გაირკვა თბილისის რაიონებში 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი კონკურენტების ვინაობა
არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში დადგა. „საარჩევნო კოდექსზე“ დაყრდნობით ცესკომ უკვე მიიღო დადგენილება, რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა. გადაღებული ვიდეომასალა ონლაინ–პლატფორმაზე განთავსდება. სწორედ ამ პროცესის ტექნიკურად განხორციელებაში იქნებიან ჩართული აღნიშნული უნივერსიტეტების სტუდენტები.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0