https://sputnik-georgia.com/20210901/ceskom-da-24-ma-sadamkvirveblo-organizacoam-qcevis-kodeqss-moaweres-xeli-259223746.html
ცესკომ და 24-მა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
ცესკომ და 24-მა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
Sputnik საქართველო
ცესკოს ცნობით, დოკუმენტი ღიაა და მასზე ხელის მოწერა ყველა იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას შეუძლია, ვინც 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის იქნება... 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T18:59+0400
2021-09-01T18:59+0400
2021-09-01T21:59+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249891487_0:40:1281:760_1920x0_80_0_0_99373671cf35e5ab5a10f9117b6e2fa7.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და 24-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების სამართლიან და ეთიკურ გარემოში ჩატარების მიზნით დღეს ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცესკოს ინფორმაციით, კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.კერძოდ, ხელს შეუწყობენ არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩატარებას და საარჩევნო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით იქნებიან მიუკერძოებელნი, თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ გამჭვირვალედ და ობიექტურად. „მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება ისეთი ფაქტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან, როცა მოგვიწევს ერთმანეთს ვუსაყვედუროთ ამ პრინციპების დარღვევის გამო“, – განაცხადა ცესკოს თავმჯომარემ გიორგი კალანდარიშვილმა კოდექსზე ხელის მოწერის შემდეგ. ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავდა და მას შემდეგ ეს ტრადიცია ყველა საყოველთაო არჩევნებზე გრძელდება. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს. ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 57 ადგილობრივი და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.
https://sputnik-georgia.com/20210831/arcevnebi-zogiert-ubanze-seizleba-axali-modelit-catardes-259175167.html
https://sputnik-georgia.com/20210829/saqartvelosi-meore-kovid-arcevnebi-gaimarteba-vin-aris-momxre-da-winaarmdegi-258888439.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249891487_106:0:1173:800_1920x0_80_0_0_76a7460f6e5c86457c0b69d05d8d43d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ცესკომ და 24-მა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
18:59 01.09.2021 (განახლებულია: 21:59 01.09.2021) ცესკოს ცნობით, დოკუმენტი ღიაა და მასზე ხელის მოწერა ყველა იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას შეუძლია, ვინც 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის იქნება რეგისტრირებული.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და 24-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების სამართლიან და ეთიკურ გარემოში ჩატარების მიზნით დღეს ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ცესკოს ინფორმაციით, კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.
კერძოდ, ხელს შეუწყობენ არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩატარებას და საარჩევნო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით იქნებიან მიუკერძოებელნი, თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ გამჭვირვალედ და ობიექტურად.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება ისეთი ფაქტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან, როცა მოგვიწევს ერთმანეთს ვუსაყვედუროთ ამ პრინციპების დარღვევის გამო“, – განაცხადა ცესკოს თავმჯომარემ გიორგი კალანდარიშვილმა კოდექსზე ხელის მოწერის შემდეგ.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავდა და მას შემდეგ ეს ტრადიცია ყველა საყოველთაო არჩევნებზე გრძელდება.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.
ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 57 ადგილობრივი და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.