https://sputnik-georgia.com/20210831/arcevnebi-zogiert-ubanze-seizleba-axali-modelit-catardes-259175167.html
არჩევნები ზოგიერთ უბანზე შეიძლება ახალი მოდელით ჩატარდეს
არჩევნები ზოგიერთ უბანზე შეიძლება ახალი მოდელით ჩატარდეს
Sputnik საქართველო
ტექნოლოგია, რომლის გამოყენებასაც საქართველოს ცესკო რამდენიმე საარჩევნო უბანზე აპირებს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიცადა. 31.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-31T13:38+0400
2021-08-31T13:38+0400
2021-10-19T18:04+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249899985_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_67ff74e5439d01f53c60b8d6b4748a3b.jpg
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ხმების ელექტრონულად დათვლის ტექნოლოგიის დანერგვის საკითხს განიხილავს, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.პროექტის დანერგვის შემთხვევაში წინასწარ შერჩეულ რამდენიმე უბანზე ხმის მიცემას ამომრჩევლები შეძლებენ ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით, ხოლო კენჭისყრის შედეგები ელექტრონული დათვლის მეშვეობით, კენჭისყრის პროცედურის დასრულებისთანავე იქნება ცნობილი.ამ მიზნის მისაღწევად ცესკო მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთ წამყვან კომპანია „სმარტმატიკთან“. კომპანიის წარმომადგენლებმა ცესკოს წევრებისთვის საჩვენებელი პრეზენტაცია გამართეს და დეტალურად ახსნეს, თუ როგორ მოხდება ელექტრონული დანადგარის გამოყენება ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში.ტექნოლოგიამ, რომლის გამოყენებასაც ცესკო 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აპირებს, გამოცდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიარა. მისი მეშვეობით არჩევნები სრულად ან ნაწილობრივ ტარდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აზიის ქვეყნები.ელექტრონული არჩევნების სისტემა კენჭისყრის ახალი სისტემაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გაყალბების თავიდან აცილება.ამ მოდელის მიხედვით საარჩევნო უბანზე მოხდება ამომრჩევლის ელექტრონული იდენტიფიკაცია, ბიულეტენებზე იქნება სპეციალური შტრიხ-კოდი და მათი შეცვლა შეუძლებელი იქნება.ამას გარდა, ხმები კამერების წინ დაითვლება და დათვლისას ბიულეტენების სკანირება მოხდება.
https://sputnik-georgia.com/20210829/saqartvelosi-meore-kovid-arcevnebi-gaimarteba-vin-aris-momxre-da-winaarmdegi-258888439.html
https://sputnik-georgia.com/20210827/odihr-saqartvelosi-258694755.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249899985_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_e4bedc066b62667409ca6a44e2380990.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
არჩევნები ზოგიერთ უბანზე შეიძლება ახალი მოდელით ჩატარდეს
13:38 31.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) ტექნოლოგია, რომლის გამოყენებასაც საქართველოს ცესკო რამდენიმე საარჩევნო უბანზე აპირებს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიცადა.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ხმების ელექტრონულად დათვლის ტექნოლოგიის დანერგვის საკითხს განიხილავს, ნათქვამია ცესკოს
განცხადებაში.
პროექტის დანერგვის შემთხვევაში წინასწარ შერჩეულ რამდენიმე უბანზე ხმის მიცემას ამომრჩევლები შეძლებენ ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით, ხოლო კენჭისყრის შედეგები ელექტრონული დათვლის მეშვეობით, კენჭისყრის პროცედურის დასრულებისთანავე იქნება ცნობილი.
ამ მიზნის მისაღწევად ცესკო მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთ წამყვან კომპანია „სმარტმატიკთან“. კომპანიის წარმომადგენლებმა ცესკოს წევრებისთვის საჩვენებელი პრეზენტაცია გამართეს და დეტალურად ახსნეს, თუ როგორ მოხდება ელექტრონული დანადგარის გამოყენება ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში.
„ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ყოველგვარი მანიპულაციის შესაძლებლობა კენჭისყრის დღეს. ამასთან ქმნის შედეგების ძალიან მცირე დროში მიღების შესაძლებლობას, ფაქტობრივად კენჭისყრის პროცედურების დასრულებისთანავე, რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი იმ კონკრეტული უბნის შედეგების გამოცხადება. ამ დეტალური განხილვების შედეგად უახლოეს დღეებში ცესკო მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
ტექნოლოგიამ, რომლის გამოყენებასაც ცესკო 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აპირებს, გამოცდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიარა. მისი მეშვეობით არჩევნები სრულად ან ნაწილობრივ ტარდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აზიის ქვეყნები.
ელექტრონული არჩევნების სისტემა კენჭისყრის ახალი სისტემაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გაყალბების თავიდან აცილება.
ამ მოდელის მიხედვით საარჩევნო უბანზე მოხდება ამომრჩევლის ელექტრონული იდენტიფიკაცია, ბიულეტენებზე იქნება სპეციალური შტრიხ-კოდი და მათი შეცვლა შეუძლებელი იქნება.
ამას გარდა, ხმები კამერების წინ დაითვლება და დათვლისას ბიულეტენების სკანირება მოხდება.