OSCE/ODIHR საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე 350 დამკვირვებელს გამოგზავნის

© photo: Sputnik / Stringerეუთოს კონფერენცია თბილისში
ეუთოს კონფერენცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
მისია დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურობას, მის დაფინანსებას, მედიასივრცეს, მასმედიაში გაშუქებასა და მოსახლეობის მოცვას.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის კენჭისყრის დღისთვის OSCE/ODIHR-ის (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი) 350 დამკვირვებელი ჩამოვა, განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ეუთოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
არჩევნებისთვის საქართველოს OSCE/ODIHR-ის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი ეწვევა
„ჩვენი სადამკვირვებლო მისიის ძირითადი გუნდი შედგება 12 საერთაშორისო ექსპერტისგან. ძირითადი ჯგუფი იმყოფება თბილისში. ჩვენი დროებითი ოფისი იქნება აქ მომდევნო შვიდი კვირის განმავლობაში. 2 სექტემბერს ჩამოვა ასევე 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. გრძელვადიანი დამკვირვებლები განაწილდებიან 15 ადგილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გვყავდეს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათი როლი იქნება, რომ სისტემატურად დააკვირდნენ ხმის მიცემის, კენჭისყრის პროცედურებს და ასევე ხმის დათვლის პროცედურებს მთელ ქვეყანაში“, – განუცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მისია დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიას, მის დაფინანსებას, მედიაგარემოსა და მედიაგაშუქებას, დაფარვას, ასევე იურიდიულ და სამართლებრივ ჩარჩოებს, დავების მოგვარების საკითხს.
საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
არჩევნები 2021: ადგილობრივ არჩევნებს 50-ზე მეტი ორგანიზაცია დააკვირდება
მისიის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ ქვეყნის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსან წარმომადგენლებთან, პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, და წინასაარჩევნო კამპანიას ამის შემდეგ შეაფასებენ. კენჭისყრის დღის შემდეგ დამკვირვებლები ასევე წარმოადგენენ თავიანთ ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სერიოზული დარღვევები მოხდა არჩევნებზე და აღიარებს თუ არა მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება.
ყველა ახალი ამბავი
0