https://sputnik-georgia.com/20210825/adgilobriv-arcevnebs-50-ze-meti-organizacia-daakvirdeba-258570693.html
არჩევნები 2021: ადგილობრივ არჩევნებს 50-ზე მეტი ორგანიზაცია დააკვირდება
არჩევნები 2021: ადგილობრივ არჩევნებს 50-ზე მეტი ორგანიზაცია დააკვირდება
Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების გასაშუქებლად რეგისტრაცია ასევე გაიარა 15 საინფორმაციო საშუალების 510-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა. 25.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-25T09:38+0400
2021-08-25T09:38+0400
2021-10-19T18:04+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249867216_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e884bbba87c5eab3827d3a2e2bf4f6b5.jpg
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცესკომ ამ დროისათვის დაარეგისტრირა 49 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.ამჟამად ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან რეგისტრაცია გაიარა ყველა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის არიან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „მრავალეროვანი საქართველო“ და სხვ.ცესკომ ასევე დაარეგისტრირა ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია: „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), აშშ-ის საელჩო, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI).წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების გასაშუქებლად ამ ეტაპზე ცესკომ უკვე დაარეგისტრირა 15 საინფორმაციო საშუალების 510 ჟურნალისტი და ოპერატორი.არჩევნებში 50 პარტია მონაწილეობს.
https://sputnik-georgia.com/20210808/arCervnebi-2021-ceskom-partiebis-rigiTi-nomrebi-gamoaqveyna-252532746.html
https://sputnik-georgia.com/20210824/mtavrobis-gegma-arcevnebtan-dakavsirebit-258508125.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249867216_71:0:1208:853_1920x0_80_0_0_4ce41bd69e75a47484bb619fdb9e3c6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
არჩევნები 2021: ადგილობრივ არჩევნებს 50-ზე მეტი ორგანიზაცია დააკვირდება
09:38 25.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების გასაშუქებლად რეგისტრაცია ასევე გაიარა 15 საინფორმაციო საშუალების 510-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცესკომ ამ დროისათვის
დაარეგისტრირა 49 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.
არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ამჟამად ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან რეგისტრაცია გაიარა ყველა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის არიან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „მრავალეროვანი საქართველო“ და სხვ.
ცესკომ ასევე დაარეგისტრირა ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია: „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), აშშ-ის საელჩო, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI).
წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების გასაშუქებლად ამ ეტაპზე ცესკომ უკვე დაარეგისტრირა 15 საინფორმაციო საშუალების 510 ჟურნალისტი და ოპერატორი.
არჩევნებში 50 პარტია მონაწილეობს.