არჩევნები 2021: ცესკომ პარტიების რიგითი ნომრები გამოაქვეყნა

ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
გამოწერა
შარშანდელი არჩევნების შედეგად პარლამენტში გასულ 15 პარტიას რიგითი ნომრები პირველ რიგში მიენიჭა. დანარჩენებმა ნომრები წილისყრის შედეგად მიიღეს.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
შარშანდელი არჩევნების შედეგად პარლამენტში გასულ 15 პარტიას რიგითი ნომრები პირველ რიგში მიენიჭა. დანარჩენმა პარტიებმა ისინი რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ წილისყრის შედეგად მიიღეს.
  • 1 – „მესამე ძალა“;
  • 2 – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“;
  • 3 – ნინო ბურჯანაძე - „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა;
  • 4 – მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“;
  • 5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
  • 6 – „ევროპელი დემოკრატები“;
  • 7 – ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეები“;
  • 8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
  • 9 – „ლელო“;
  • 10 – შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
  • 11 – რესპუბლიკელები;
  • 12 – „კანონი და სამართალი“;
  • 13 – „საქართველო“;
  • 14 – გოგი წულაია - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“;
  • 15 – „მამული“;
  • 16 – „მწვანე დედამიწა“;
  • 17 – „რეფორმერი“;
  • 18 – ჯონდი ბაღათურია - „ქართული დასი“;
  • 19 – ევროპელი სოციალისტები;
  • 20 – გიორგი ლაღიძე - „მომავალი საქართველო“;
  • 21 – „პროგრესი და თავისუფლება“;
  • 22 – საქართველოს განვითარების პარტია;
  • 23 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
  • 24 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია;
  • 25 – გახარია - „საქართველოსთვის“;
  • 26 – „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა“;
  • 27 – „თეთრები“;
  • 28 – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ);
  • 29 – მამუკა ტუსკაძე - „სოციალური სამართლიანობისათვის“;
  • 30 – მშრომელთა სოციალისტური პარტია;
  • 31 – „ერი“;
  • 32 – ელენე ხოშტარია - „დროა“;
  • 33 – ეკა ბესელია - „სამართლიანობისთვის“;
  • 34 – „მემარცხენე ალიანსი“;
  • 35 – დავით ჭიჭინაძე - „ტრიბუნა“;
  • 36 – „გირჩი“;
  • 37 – „თავისუფალი საქართველო“ (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა);
  • 38 – თამაზ მეჭიაური - „ერთიანი საქართველოსთვის“;
  • 39 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“;
  • 40 – „სახე +“ ;
  • 41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;
  • 42 – დემოკრატთა ალიანსი;
  • 43 – „მესამე გზა“;
  • 44 – სახალხო პარტია;
  • 45 – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: „გირჩი - მეტი თავისუფლება“;
  • 46 – „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“;
  • 47 – თავისუფალი დემოკრატები;
  • 48 – ანა დოლიძე - „ხალხისთვის“;
  • 49 – „რეფორმატორები“;
  • 50 – გაჩეჩილაძე - „მწვანეთა პარტია“.
ცესკოს ინფორმაციით, 48 საარჩევნო სუბიექტმა უკვე გაიარა რეგისტრაცია, ორ სუბიექტთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები გრძელდება.
 
ყველა ახალი ამბავი
0