არჩევნებისთვის საქართველოს OSCE/ODIHR-ის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი ეწვევა

© photo: Sputnik / Sergey Averin / გადასვლა მედიაბანკშიეუთოს დროშა
ეუთოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
გამოწერა
სამონიტორინგო ღონისძიებების დროს მისია უსაფრთხოების ყველა წესით იხელმძღვანელებს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი კორონავირუსით ინფიცირების რისკი.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში OSCE/ODIHR-ის (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი) 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამჟამად საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების წინ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს.
„ODIHR-ის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი უახლოეს დღეებში ჩამოვა საქართველოში, რომლებიც განაწილდებიან შესაბამის სადამკვირვებლო პუნქტებზე. მისიის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც ისაუბრებენ დამკვირვებელთა როლსა და დაგეგმილ აქტივობებზე, რის შემდეგაც მისია ოფიციალურად შეუდგება სადამკვირვებლო საქმიანობას საქართველოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
2 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლის საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა განიხილეს.
საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
არჩევნები 2021: ადგილობრივ არჩევნებს 50-ზე მეტი ორგანიზაცია დააკვირდება
ხვთისიაშვილმა იონსონს პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო საქმიანობისას მისია იხელმძღვანელებს საქართველოს კანონმდებლობითა და რეგულაციებით განსაზღვრული უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, რათა მაქსიმალურად იქნას შემცირებული კოვიდინფიცირების რისკები.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0