საქართველოს ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაციაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს

© REUTERS / POOLდევნილების ევაკუაცია ავღანეთიდან
დევნილების ევაკუაცია ავღანეთიდან - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესში სატრანზიტო პუნქტის ფუნქციას ასრულებდა.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. შვედეთმა ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს მადლობის წერილს უგზავნის.

„ძვირფასო დავით, მსურს გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება საქართველოს მიერ ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის, რამაც თბილისის გავლით მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის საშუალება მოგვცა. თქვენი სამინისტროსა და აეროპორტის ხელმძღვანელობის მიერ გაწეული თანამშრომლობა და დახმარება ნამდვილად გამორჩეული იყო“, – წერს ენ ლინდე.

საქართველოს მადლობა შეერთებულმა შტატებმაც გადაუხადა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა ყურადღება გაამახვილა ავღანეთიდან ადამიანების უსაფრთხო და სწრაფი ევაკუაციის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ამ ეტაპზე ქვეყნიდან ევაკუირებულია 123 ათასი პირი, მათ შორის ამერიკის 6 ათასი მოქალაქე.
„ჩვენ უზომოდ მადლიერნი ვართ ქვეყნების იმ უზარმაზარი ქსელისა, რომელმაც მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია ევაკუაციის პროცესში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს – ბაჰრეინს, დანიას, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საქართველოს, უნგრეთს, იტალიას, კოსოვოს, ქუვეითს, პაკისტანს, კატარს, ესპანეთს, შვეიცარიას, თურქეთს, უკრაინას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, გაერთიანებულ სამეფოსა და სხვებს, მათ, ვინც ხელი შეუწყო ამერიკელების და სხვა ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას“, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
ევაკუაცია ქაბულიდან - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
პრემიერი: საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგულია
საქართველო ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესში ერთ-ერთი სატრანზიტო პუნქტის ფუნქციას ასრულებდა.
თბილისის აეროპორტში განთავსებული იყო ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო ორგანიზაციის სატვირთო თვითმფრინავები, რომლებითაც ყოველდღიურად ქაბულში რეისები სრულდებოდა.
ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი საქართველოდან, აშშ-დან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან და ნატოს სხვა წევრი ქვეყნებიდან.
ევაკუაცია ავღანეთიდან - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
როგორ ხდება საქართველოში ავღანეთიდან ევაკუირებული პირების მიღება: ზალკალიანის განმარტება
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
ერთადერთი ადგილი, რომელშიც თალიბებმა შესვლა ვერ მოახერხეს − ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატარა (ფართობითა და მოსახლეობით) პანჯშირის პროვინციაა, სადაც იმყოფებიან რაზმები აჰმად მასუდის მეთაურობით.
ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს თალიბები აკონტროლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0