https://sputnik-georgia.com/20210826/rogor-xdeba-saqartvelosi-avranetidan-evakuirebuli-pirebis-mireba-zalkalianis-ganmarteba-258683201.html
როგორ ხდება საქართველოში ავღანეთიდან ევაკუირებული პირების მიღება: ზალკალიანის განმარტება
როგორ ხდება საქართველოში ავღანეთიდან ევაკუირებული პირების მიღება: ზალკალიანის განმარტება
Sputnik საქართველო
ავღანეთიდან თბილისში სამხედრო თვითმფრინავებით ჩამოყვანილი ადამიანები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადაიყვანეს და ეს პროცესი ახლაც გრძელდება, განმარტა... 26.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-26T21:43+0400
2021-08-26T21:43+0400
2021-08-26T22:32+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1a/258663287_0:0:3115:1753_1920x0_80_0_0_8027443f0a53eafe51bc54c8d4db5e41.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომლებს ვიღებთ დროებით, ისინი შემდგომში სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიაზე მიიღოს და დროებითი თავშესაფარი მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომლებს.ამასთან მან აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე და ზოგიერთი მათგანი საქართველოში სულ რამდენიმე საათით რჩება.გარდა ამისა, მან განმარტა, რომ ავღანეთიდან ევაკუირებული 2 ათასი ადამიანისთვის საქართველომ ტრანზიტული ქვეყნის როლი შეასრულა.„თბილისში სამხედრო თვითმფრინავებით ჩამოყვანილი მოქალაქეების გაყვანა ხდებოდა ევროპული მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანაში და ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს თბილისში“, – განმარტა ზალკალიანმა.აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დარულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.ერთადერთი ადგილი, რომელშიც თალიბებმა შესვლა ვერ მოახერხეს − პანჯშირის პროვინციაა, სადაც იმყოფებიან რაზმები აჰმად მასუდის მეთაურობით.ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს თალიბები აკონტროლებენ, ხოლო ქაბულის აეროპორტი ჯერჯერობით ამერიკელი და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედროების ხელშია. ამ აეროპორტიდან ხორციელდება უცხოელებისა თუ ქვეყნიდან წასვლის მსურველი ავღანელების ევაკუაცია. თალიბები აცხადებენ, რომ არ აპირებენ 31 აგვისტოს შემდეგაც გაუხანგრძლივონ ამერიკელებს ევაკუაციის ვადა.
https://sputnik-georgia.com/20210826/saqartvelo-avranetidan-ltolvilebis-nawils-miirebs-258654857.html
https://sputnik-georgia.com/20210826/raribasvili-saqartvelo-saertasoriso-tanamegobrobis-ertgulia-258676687.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1a/258663287_386:0:3115:2047_1920x0_80_0_0_85cd4e74144f7574d08013503a9940b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები
როგორ ხდება საქართველოში ავღანეთიდან ევაკუირებული პირების მიღება: ზალკალიანის განმარტება
21:43 26.08.2021 (განახლებულია: 22:32 26.08.2021) ავღანეთიდან თბილისში სამხედრო თვითმფრინავებით ჩამოყვანილი ადამიანები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადაიყვანეს და ეს პროცესი ახლაც გრძელდება, განმარტა მინისტრმა.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომლებს ვიღებთ დროებით, ისინი შემდგომში სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიაზე მიიღოს და დროებითი თავშესაფარი მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომლებს.
„ჩვენ მივიღეთ ჩვენი პარტნიორების, ძალიან სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების თხოვნა, რომ მომხდარიყო საქართველოში დროებითი განთავსება იმ ადამიანების, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობდნენ ავღანეთში. უკვე უახლოეს პერიოდში მოხდება მათი ევაკუაცია სხვადასხვა მიმართულებით“, – განმარტა ზალკალიანმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე და ზოგიერთი მათგანი საქართველოში სულ რამდენიმე საათით რჩება.
გარდა ამისა, მან განმარტა, რომ ავღანეთიდან ევაკუირებული 2 ათასი ადამიანისთვის საქართველომ ტრანზიტული ქვეყნის როლი შეასრულა.
„თბილისში სამხედრო თვითმფრინავებით ჩამოყვანილი მოქალაქეების გაყვანა ხდებოდა ევროპული მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანაში და ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს თბილისში“, – განმარტა ზალკალიანმა.
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დიდ ქალაქებს შეუტია და 15 აგვისტოს დედაქალაქი ქაბული აიღო. 16 აგვისტოს მოძრაობის პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დარულებულია და რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
ერთადერთი ადგილი, რომელშიც თალიბებმა შესვლა ვერ მოახერხეს − პანჯშირის პროვინციაა, სადაც იმყოფებიან რაზმები აჰმად მასუდის მეთაურობით.
ამ დროისათვის ავღანეთიდან ყველა სახმელეთო გასასვლელს თალიბები აკონტროლებენ, ხოლო ქაბულის აეროპორტი ჯერჯერობით ამერიკელი და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედროების ხელშია. ამ აეროპორტიდან ხორციელდება უცხოელებისა თუ ქვეყნიდან წასვლის მსურველი ავღანელების ევაკუაცია. თალიბები აცხადებენ, რომ არ აპირებენ 31 აგვისტოს შემდეგაც გაუხანგრძლივონ ამერიკელებს ევაკუაციის ვადა.