კვრინჩხი ანუ ღოღნაშო და მისი სასარგებლო თვისებები

CC BY 2.0 / Flickr/ Phil Sellens / Blackthorn (Prunus spinosa)კვრინჩხის ნაყოფი
კვრინჩხის ნაყოფი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვანაირად ეძახიან: ჟღმარტლი, კვინჩხი, მურაკი, ღორტყემალა, ღოღნაშო, ზაღლი ტყიმალ. კვრინჩხი გამოიყენება საკვებად – ცოცხლად, კომპოტის, მურაბის, ნაყენის და სხვა სახით. ნაყოფისგან ამზადებენ ძმარს, ხდიან არაყს.
კვრინჩხი (Prunus spinosa) ვარდისებრთა ოჯახის 1–4 მეტრი სიმაღლის გაფარჩხულეკლებიანი ბუჩქია. აქვს ელიფსური ან უკუკვერცხისებრი, კიდედაკბილული ფოთლები. ყვავის მარტი–აპრილში, აქვს თეთრი ყვავილები. ნაყოფი 1–5 სმ ზომის მოლურჯო–შავი ფერისაა, სფეროსებრი ან ოვალური ფორმის, არის კურკიანი, მისი დამწიფება აგვისტოში იწყება, მაგრამ ბუჩქებზე ზამთრამდე რჩება.
ალოე ვერა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
ალოე და მისი სასარგებლო თვისებები
კვრინჩხი გავრცელებულია ზღვის დონიდან 1600 მეტრამდე და ზოგან უფრო მაღლაც. მრავლდება თესლით, ფესვის ნაბარტყითა და ძირკვის ამონაყარით. ბუჩქი კარგი საშუალებაა ეროზიის საწინააღმდეგო ტყის ზოლებისა და მასობრივი ნარგაობისთვის, განსაკუთრებით ხევ–ხრამების გასამაგრებლად.
კვრინჩხი სინათლის მოყვარული მცენარეა, სიცხესაც უძლებს და სიცივესაც.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვანაირად ეძახიან: ჟღმარტლი, კვინჩხი, მურაკი, ღორტყემალა, ღოღნაშო, ზაღლი ტყიმალ.
კვრინჩხის ნაყოფი შეიცავს 5,5–8,8% შაქრებს (გლუკოზა და ფრუქტოზა), ვაშლის მჟავას, უჯრედისს, პექტინს, ნახშირწყლებს, სტეროიდებს, ტრიტერპენოიდებს, აზოტის შემცველ ნაერთებს, ვიტამინებს С, Е, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინებს, კატეხინებს, მინერალურ მარილებს, ზეთებს და სხვ.
მაყვალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები
ფოთლები შეიცავს С, Е ვიტამინებს, ფენოლკარბონის მჟავებს, ფლავანოიდებს, ანტოციანებს.
თესლი შეიცავს საწამლავ გლიკოზიდს, ხოლო ფესვი – მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს.
კვრინჩხი გამოიყენება კვების მრეწველობაში (ცოცხლად, კომპოტის, მურაბის, ჯემის, ნაყენის და სხვა სახით), ნაყოფისგან ამზადებენ ძმარს, ხდიან არაყს. ფოთლებს იყენებენ ჩაის სუროგატად. გამოიყენება ტყავის გასათრიმლად და სამღებრო საქმეში. ნაყოფის წვენითა და ფესვებით შეიძლება ქსოვილების წითლად, მწვანედ, ყვითლად, ყავისფრად, ნაცრისფრად შეღებვა.
კვრინჩხის ნაყოფს შემკვრელი მოქმედება ახასიათებს და, ზოგადად, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს არის რეკომენდებული (წყლულოვანი კოლიტი, დიზენტერია, საკვებით მოწამვლა), ნაწლავების ინფექციური დაავადების დროს სამკურნალო თვისებები გააჩნია კვრინჩხის ღვინოსაც. ეფექტური საშუალებაა ღვიძლისა და თირკმლების დაავადებისას. მისი ახალგამოწურული წვენი კარგია სიყვითლის (ბოტკინის) დროს.
მსხალი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
მსხალი – უგემრიელესი და უაღრესად სასარგებლო, მრავალი დაავადების მკურნალი
მცენარის ნაყოფი გამოიყენება კანდიდამიკოზების დროს. არის ანტისეპტიკური, შარდმდენი და გამამაგრებელი საშუალება. მატებს მადას.
კვრინჩხის ყვავილებს ხალხურ მედიცინაში იყენებენ, როგორც შარდმდენ, კუჭში გამხსნელ, ოფლმდენ საშუალებას. მას შეუძლია პირღებინების შეწყვეტა, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. აქვს სისხლდენის შეჩერების ეფექტი. ნორჩ ფოთლებს ჩაის სახით აყენებენ.
მცენარის ყვავილები კარგია პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებისას.
CC BY 2.0 / Flickr/ Ettore Balocchi / Rosaceae - Prunus spinosaკვრინჩხი ყვავილობისას
კვრინჩხი ყვავილობისას - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
კვრინჩხი ყვავილობისას
ნაყოფიცა და ყვავილებიც ხალხურ მედიცინაში გამოიყენება რევმატიზმის, ფურუნკულების, კანის დაჩირქებების დროს.
მცენარის ფოთლების ჩაის აქვს მსუბუქი გამხსნელი ეფექტი, ამაღლებს დიურეზს, სვამენ ქრონიკული შეკრულობის, ცისტიტის, პროსტატის ადენომის დროს. ის ძალიან სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებიც ფიზიკურად არააქტიური არიან.
კვრინჩხის ფოთლების ნაყენი გამოიყენება პირის ღრუს ანთებისას, კანის დაავადებების, ნეფრიტების, ცისტიტის დროს. ფოთლებისა და ყვავილების ნაყენი თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებისას, ასევე დერმატოზების დროს საუკეთესო საშუალებაა.
კაკალი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
კაკლის უღლის სასარგებლო თვისებები
კვრინჩხის ქერქსა და ფესვებს ოფლმდენი და სიცხის დამწევი თვისებები გააჩნია.
გაითვალისწინეთ: მავნებელია კვრინჩხის კურკა, ის ძლიერ შხამს შეიცავს. კურკიანი კვრინჩხის დაკონსერვებისას გაითვალისწინეთ, რომ მისი შენახვა ერთ წელიწადზე მეტხანს არ შეიძლება, რადგან კურკის შხამები უკვე პროდუქტში დაიწყებს გავრცელებას.
შესაძლოა ამ მცენარემ ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს, რადგან საღებავებს შეიცავს. ასევე არ შეიძლება მისი მიღება ადამიანებისთვის, ვისაც კუჭის მჟავიანობა აქვს მომატებული.
ყველა ახალი ამბავი
0