https://sputnik-georgia.com/20210901/mmartvelma-partiam-tbilisis-sakrebulos-proporciuli-sia-waradgina-259228657.html
მმართველმა პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარმოადგინა
მმართველმა პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარმოადგინა
Sputnik საქართველო
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე... 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T21:20+0400
2021-09-01T21:20+0400
2021-09-01T22:46+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251765340_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_685d6afd2cb6e7d0ad3091a32363e317.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარმოადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის საკრებულოში მმართველი პოლიტიკური გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული.დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები მმართველი პარტიიდან არიან:1. ლევან ჟორჟოლიანი; 2. ოთარ გრიგოლია; 3. თინათინ ნიბლოშვილი; 4. გიორგი ჩაკვეტაძე; 5. ნიკო კახეთელიძე; 6. ნინო ვარდოსანიძე; 7. აკაკი ალადაშვილი; 8. გიორგი ახვლედიანი; 9. ნინო რუხაძე; 10. ლევან აბაშიძე; 11. გურამ ოქროპირიძე; 12. ანა კაკაბაძე; 13. ვლადიმერ ბოჟაძე; 14. ალექსანდრე ხუჯაძე; 15. მარიამ ზაქარიაშვილი; 16. ლევან დავითაშვილი; 17. შალვა ოგბაიძე; 18. ნათია მოდებაძე; 19. ლევან არველაძე; 20. არჩილ გოდულაძე; 21. ანა კილაძე; 22. გიგა ბრეგვაძე; 23. თათია ჩახვაშვილი; 24. ვიტალი ონიანი; 25. მარიამ გელაშვილი.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას. მოსახლეობა დეპუტატებს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით აირჩევს. თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ რაიონში მოსახლეობის რაოდენობაზე. ყველაზე მრავალრიცხოვანი თბილისის საკრებულოა, რომელიც 50 დეპუტატისგან არის დაკომპლექტებული. თბილისის საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება – 40 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 10-ს – მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ. მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში მოსახვედრად ხმების სულ ცოტა 40% უნდა მიიღოს. ქვეყნის მოსახლეობა მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს პირდაპირი კენჭისყრით აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210901/protesti-da-saarcevno-kampania-ert-flakonsi-gircis-kidev-erti-migneba-259227023.html
https://sputnik-georgia.com/20210901/giorgi-gaxaria-tbilisis-merobistvis-ibrzolebs-259225383.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251765340_111:0:1890:1334_1920x0_80_0_0_25dc8590dedf8deb48bf73ca28c33a28.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
მმართველმა პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარმოადგინა
21:20 01.09.2021 (განახლებულია: 22:46 01.09.2021) საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატები
წარმოადგინა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის საკრებულოში მმართველი პოლიტიკური გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული.
დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები მმართველი პარტიიდან არიან:
1. ლევან ჟორჟოლიანი; 2. ოთარ გრიგოლია; 3. თინათინ ნიბლოშვილი; 4. გიორგი ჩაკვეტაძე; 5. ნიკო კახეთელიძე; 6. ნინო ვარდოსანიძე; 7. აკაკი ალადაშვილი; 8. გიორგი ახვლედიანი; 9. ნინო რუხაძე; 10. ლევან აბაშიძე; 11. გურამ ოქროპირიძე; 12. ანა კაკაბაძე; 13. ვლადიმერ ბოჟაძე; 14. ალექსანდრე ხუჯაძე; 15. მარიამ ზაქარიაშვილი; 16. ლევან დავითაშვილი; 17. შალვა ოგბაიძე; 18. ნათია მოდებაძე; 19. ლევან არველაძე; 20. არჩილ გოდულაძე; 21. ანა კილაძე; 22. გიგა ბრეგვაძე; 23. თათია ჩახვაშვილი; 24. ვიტალი ონიანი; 25. მარიამ გელაშვილი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.
მოსახლეობა დეპუტატებს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით აირჩევს. თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ რაიონში მოსახლეობის რაოდენობაზე.
ყველაზე მრავალრიცხოვანი თბილისის საკრებულოა, რომელიც 50 დეპუტატისგან არის დაკომპლექტებული. თბილისის საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება – 40 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 10-ს – მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ. მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში მოსახვედრად ხმების სულ ცოტა 40% უნდა მიიღოს.
ქვეყნის მოსახლეობა მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს პირდაპირი კენჭისყრით აირჩევს.