https://sputnik-georgia.com/20210901/protesti-da-saarcevno-kampania-ert-flakonsi-gircis-kidev-erti-migneba-259227023.html
პროტესტი და საარჩევნო კამპანია ერთ ფლაკონში: „გირჩის“ კიდევ ერთი მიგნება
პროტესტი და საარჩევნო კამპანია ერთ ფლაკონში: „გირჩის“ კიდევ ერთი მიგნება
Sputnik საქართველო
საქართველოს ყველაზე ორიგინალურმა პარტიამ გადაწყვიტა იმ მოქალაქეთა საკუთარი ტრანსპორტით გადაყვანა, ვისაც ტაქსით მგზავრობის საშუალება არ აქვს. 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T20:20+0400
2021-09-01T20:20+0400
2021-09-01T22:36+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24703/53/247035304_168:214:1620:1031_1920x0_80_0_0_6b021a31a4e1a76c9627a6605930dfc1.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ორიგინალური საარჩევნო კამპანია წამოიწყო და აგიტაციის მიზნით და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გასაპროტესტებლად თბილისის ქუჩებში გაუშვა მინივენი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში პარტიისთვის მინიჭებული ნომრით იმოძრავებს.ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ თბილისის მერის არჩევნებში მხარს უჭერს ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატს ნიკა მელიას. ამასთან, გამარჯვების შემთხვევაში პარტიის წევრი ცოტნე კობერიძე ვიცე-მერის თანამდებობაზე დაინიშნება.„მინივენზე ჩვენი საარჩევნო ნომერი დავაწერეთ და გადავიყვანთ მგზავრებს, რომლებსაც ტაქსით მგზავრობა არ შეუძლიათ. პარალელურად მანქანაში აგიტაციას ვატარებთ“, – აღნიშნა პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.მისი თქმით, ეს არის ერთგვარი პროტესტიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე.„ვაპროტესტებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას. უამრავი მოქალაქე იმაზე მეტს ხარჯავს ამ დღეების განმავლობაში ტრანსპორტირებაზე, ვიდრე აქვს შემოსავალი. ამას აკეთებს იმის გამო, რომ სამსახური არ დაკარგოს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული აკრძალვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. შეზღუდვების გამო მოქალაქეები, რომელთაც დისტანციურად მუშაობა არ შეუძლიათ, იძულებული არიან ზაფხულის ცხელ დღეებში სამსახურში ან ფეხით იარონ, ან გაორმაგებული ფასი გადაიხადონ ტაქსით მგზავრობისას.
https://sputnik-georgia.com/20210901/giorgi-gaxaria-tbilisis-merobistvis-ibrzolebs-259225383.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24703/53/247035304_343:218:1323:953_1920x0_80_0_0_f20358d39c229686ae3e84371d79dbe0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პროტესტი და საარჩევნო კამპანია ერთ ფლაკონში: „გირჩის“ კიდევ ერთი მიგნება
20:20 01.09.2021 (განახლებულია: 22:36 01.09.2021) საქართველოს ყველაზე ორიგინალურმა პარტიამ გადაწყვიტა იმ მოქალაქეთა საკუთარი ტრანსპორტით გადაყვანა, ვისაც ტაქსით მგზავრობის საშუალება არ აქვს.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ორიგინალური საარჩევნო კამპანია წამოიწყო და აგიტაციის მიზნით და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გასაპროტესტებლად თბილისის ქუჩებში გაუშვა მინივენი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში პარტიისთვის მინიჭებული ნომრით იმოძრავებს.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ თბილისის მერის არჩევნებში მხარს უჭერს ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატს ნიკა მელიას. ამასთან, გამარჯვების შემთხვევაში პარტიის წევრი ცოტნე კობერიძე ვიცე-მერის თანამდებობაზე დაინიშნება.
„მინივენზე ჩვენი საარჩევნო ნომერი დავაწერეთ და გადავიყვანთ მგზავრებს, რომლებსაც ტაქსით მგზავრობა არ შეუძლიათ. პარალელურად მანქანაში აგიტაციას ვატარებთ“, – აღნიშნა პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ეს არის ერთგვარი პროტესტიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე.
„ვაპროტესტებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას. უამრავი მოქალაქე იმაზე მეტს ხარჯავს ამ დღეების განმავლობაში ტრანსპორტირებაზე, ვიდრე აქვს შემოსავალი. ამას აკეთებს იმის გამო, რომ სამსახური არ დაკარგოს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული აკრძალვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. შეზღუდვების გამო მოქალაქეები, რომელთაც დისტანციურად მუშაობა არ შეუძლიათ, იძულებული არიან ზაფხულის ცხელ დღეებში სამსახურში ან ფეხით იარონ, ან გაორმაგებული ფასი გადაიხადონ ტაქსით მგზავრობისას.