https://sputnik-georgia.com/20210901/iusticiis-saministro-srulad-vaqcinirebuli-pirebistvis-shegavatebs-awesebs-259199642.html
იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს
იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს
Sputnik საქართველო
სერვისების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი. 01.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-01T10:26+0400
2021-09-01T10:26+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24608/55/246085516_0:128:3185:1920_1920x0_80_0_0_f36f6f68aa5eeb2f70b40e9eca36098e.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს.უწყების ინფორმაციით, კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სრულად ვაქცინირებული პირები უსასყიდლოდ შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:– ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;– უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:– ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;– ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.სერვისების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ-ბარათების გაცემა მიმდინარეობს. კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია შესაძლებელი. კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი აგრეთვე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.184.306 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 393.764 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210827/vaqcinirebuli-pirebistvis-lataria-gatamasdeba-gamyrelize-258709803.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24608/55/246085516_227:0:2958:2048_1920x0_80_0_0_32ce7298be2b789d8588c84d554ec5e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , საქართველო, covid-19
იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს
10:26 01.09.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) სერვისების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს.
უწყების ინფორმაციით, კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად ვაქცინირებული პირები უსასყიდლოდ შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:
– ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
– უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.
კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:
– ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
– ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.
სერვისების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ-ბარათების გაცემა მიმდინარეობს. კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია შესაძლებელი. კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი აგრეთვე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.184.306 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 393.764 ადამიანი.