Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვაქცინირებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ლატარიაში ფული მოიგონ: გამყრელიძის ინიციატივა

© Pixabay / ChiniGarayლატარია
ლატარია - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2021
გამოწერა
ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვის მიზნით მოქალაქეთა წახალისებისკენ მთავრობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოუწოდა.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. სექტემბერში იმუნიზაციის პროცესის სტიმულირების მიზნით აცრილებისთვის პერმანენტულად ლატარია გაიმართება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე.
გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ფულადი ჯილდო მოიგონ. მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს ვაქცინირებულების ბაზების შედგენაზე.
 Energo-Pro Georgia–ს თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
Energo Pro Georgia–ს ვაქცინირებულ თანამშრომლებს ლატარიაში გამარჯვების შანსი აქვთ
უწყება კოვიდსაწინააღმდეგო ინექციით აცრილი მოსახლეობის წამახალისებელი ლატარიის შესახებ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სექტემბრის დასაწყისში მიაწვდის.
ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის ფულად ლატარიას უკვე ათამაშებს კომპანია Energo Pro Georgia. კომპანიაში აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის წახალისების მიზნით მიიღეს. Energo Pro Georgia 1,5 ათასი ლარის ათ და ერთ 5000 ლარიან ვაუჩერს ათამაშებს. ლატარია 15 ოქტომბერს დასრულდება.
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
ვაქცინაციის წასახალისებლად: COVID-19-ზე აცრილებს შორის დიდი თანხა თამაშდება
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დღემდე საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეეძლოთ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ. დღეიდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე დაჯავშნა შეჩერებულია მისი ახალი პარტიის მიღებამდე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.095.069 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 345.315 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 12.1%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0