Energo Pro Georgia–ს ვაქცინირებულ თანამშრომლებს ლატარიაში გამარჯვების შანსი აქვთ

© courtesy of Energo-Pro Georgia Energo-Pro Georgia–ს თანამშრომელი
 Energo-Pro Georgia–ს თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მიზნით თანამშრომელთა წახალისებისკენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა კომპანიებს გასულ კვირაში მოუწოდა
თბილისი, 27 ივლისი  — Sputnik. კომპანია Energo Pro Georgia ფულად ლატარიას ათამაშებს იმ თანამშრომლებისთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თუნდაც ერთ დოზას გაიკეთებს. 
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
COVID-19 საქართველოში – 27 ივლისის მონაცემები
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის წახალისების მიზნით მიიღეს.
Energo Pro Georgia  1,5 ლარიან ათ და ერთ 5000 ლარიან ვაუჩერს ათამაშებს.
ლატარია 15 ოქტომბერს დასრულდება. კომპანიაში დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანია დასაქმებული. რამდენმა მათგანმა გაიკეთა აცრა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გათამაშების გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ ვაქცინაციაზე 300 ადამიანი დარეგისტრირდა.
თანამშრომელთა წახალისებისკენ დამსაქმებლებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოუწოდა.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ვაქცინირებულია  418.398 ადამიანი, მათგან ორი დოზით 139.289.
ყველა ახალი ამბავი
0