COVID-19 საქართველოში – 27 ივლისის მონაცემები

© AP Photo / Antonio Calanniტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 376.088 ადამიანი, გარდაიცვალა –  5.731, სულ აცრილია - 418.398 მოქალაქე
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.666-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 407.689-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 376.088 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.335), გარდაიცვალა –  5.731 (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.185 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.763 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 42.235 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27.425, PCR–ტესტით – 14.810.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,68%, ბოლო 14 დღის - 6,03%, ბოლო 7 დღის - 6,71%.
სულ აცრილია - 418.398 ადამიანი, დღიურად აცრილია - 13.884 პირი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0