https://sputnik-georgia.com/20210831/lomjaria-specialur-gancxadebas-avrcelebs-da-penitenciur-samsaxurs-mimartavs-259192727.html
ლომჯარია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და პენიტენციურ სამსახურს მიმართავს
ლომჯარია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და პენიტენციურ სამსახურს მიმართავს
Sputnik საქართველო
სახალხო დამცველი სწავლობს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას კორონავირუსის გავრცელების კუთხით და უკვე გამოთხოვილია დამატებითი დეტალური ინფორმაცია... 31.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-31T21:55+0400
2021-08-31T21:55+0400
2023-08-17T18:13+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/91/247229154_0:140:2048:1293_1920x0_80_0_0_55f2e2b62ccf0754793a042b947c277b.jpg
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ამ ეტაპზე შეესაბამება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენიტენციურ სისტემაში 96 კოვიდინფიცირებული მსჯავრდებული/ბრალდებულია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია მოიპოვა პატიმრებისგან და კონკრეტული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციისგან. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების ტემპის შეჩერებისა და პრევენციისათვის, ციხის პოპულაციის შემცირების მიზნით, გაცილებით აქტიურად გამოიყენოს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და არასაპატიმრო ზომების გამოყენების, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ხანდაზმულობის გამო გათავისუფლებისა და განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმები. გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა, რადგან, მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში მძიმე სიტუაციაა – ციხეებში კორონავირუსის აფეთქებაა, მსჯავრდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი კი ინფიცირებულია. როგორც დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების 80%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს კიდევ უფრო ამცირებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა პენიტენციურ სისტემაში არის „საკმაოდ დაბალი“. 17 აგვისტოს მონაცემებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 9.300-მდე პატიმარი იმყოფება.
https://sputnik-georgia.com/20210831/penitenciur-dawesebulebebsi-kovidinficirebulia-96-patimari-259176426.html
https://sputnik-georgia.com/20210830/koronavirusi-saqartvelos-cixeebsi-opozicia-farto-amnistias-moitxovs-259152975.html
https://sputnik-georgia.com/20210830/gabunia-cixeebsi-kontrolirebadi-situaciaa-koronavirusis-mxriv-259143743.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/91/247229154_286:66:2018:1365_1920x0_80_0_0_4ff6ed8ea3198ed5b62d814f6d97dd92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველო, covid-19
ლომჯარია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და პენიტენციურ სამსახურს მიმართავს
21:55 31.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) სახალხო დამცველი სწავლობს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას კორონავირუსის გავრცელების კუთხით და უკვე გამოთხოვილია დამატებითი დეტალური ინფორმაცია პატიმართა იზოლაციისა და მკურნალობის შესახებ
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ამ ეტაპზე შეესაბამება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენიტენციურ სისტემაში 96 კოვიდინფიცირებული მსჯავრდებული/ბრალდებულია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია მოიპოვა პატიმრებისგან და კონკრეტული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციისგან.
„მოპოვებული ინფორმაცია ამ ეტაპზე შეესაბამება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. დღეისათვის N2, N8, N14 დაწესებულებებიდან ინფიცირებული პატიმრები გადაყვანილი არიან სპეციალურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეში. სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან გამოთხოვილია დამატებითი დეტალური ინფორმაცია პატიმართა იზოლაციისა და მკურნალობის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების ტემპის შეჩერებისა და პრევენციისათვის, ციხის პოპულაციის შემცირების მიზნით, გაცილებით აქტიურად გამოიყენოს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და არასაპატიმრო ზომების გამოყენების, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ხანდაზმულობის გამო გათავისუფლებისა და განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმები.
გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა, რადგან, მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში მძიმე სიტუაციაა – ციხეებში კორონავირუსის აფეთქებაა, მსჯავრდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი კი ინფიცირებულია.
როგორც დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების 80%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს კიდევ უფრო ამცირებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა პენიტენციურ სისტემაში არის „საკმაოდ დაბალი“.
17 აგვისტოს მონაცემებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 9.300-მდე პატიმარი იმყოფება.