https://sputnik-georgia.com/20210831/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-31-agvisto-259144518.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 აგვისტო
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 აგვისტო
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 31.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-31T00:15+0400
2021-08-31T00:15+0400
2021-08-31T00:15+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24007/24/240072492_0:79:1920:1159_1920x0_80_0_0_3340a6cc95bb425883290b784dbfa2c2.jpg
დღეს 2021 წლის 31 აგვისტოა, სამშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.დღის დასაწყისში ყველას გამოადგება დიპლომატიური უნარები, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მწვავე სიტუაციების მოგვარება. მოგვიანებით საქმიანობის დრო დაგება, განსაკუთრებით კარგი პერიოდია ბოლო დროს დაუსრულებელი საქმეების დასამთავრებლად.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 აგვისტო>>ვერძი: არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში არ ივარგებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან რამის კარდინალურად შეცვლა. უმჯობესია მარტივი და უკვე კარგად ცნობილი საქმეების გაკეთება. ასე თავს აარიდებთ სირთულეებსა და შეცდომებს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი პერიოდი იქნება. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც თქვენ წინაშე ახალ ჰორიზონტებს გახსნის.კურო: შესანიშნავი დღეა. ცდილობთ, რო დრო ფუჭად არ დაკარგოთ, სასარგებლო საქმეებს აკეთებთ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფებისთვის. კარგად გაუმკლავდებით როგორც რუტინულ სამუშაოს, ისე ახალ საქმეებს. წარმოაჩენთ ისეთ ნიჭს, რომლის შესახებაც აქამდე სხვებმა არაფერი იცოდნენ. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, რომელიც, დიდი ალბათობით, სერიოზულ სახეს მიიღებს.ტყუპი: ყურადღებით იყავით. არცთუ მარტივი დღეა, მაგრამ ის ძალიან წარმატებული იქნება, თუ თავს გააკონტროლებთ და პროვოკაციებს არ წამოეგებით. ცდუნებები ჩვეულებრივზე მეტი შეიძლება იყოს, მაგრამ არ აჰყვეთ საეჭვო სურვილებს. მოგვიანებით გამოჩნდება საფრთხეები და საკუთარ თავს მადლობას ეტყვით თავშეკაევბისთვის. მოერიდეთ უაზრო საუბრებს, ჭორების მოყვარულებს – რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებთ საკუთარ თუ სხვების საქმეებზე, მით უკეთესი.კირჩხიბი: დღის პირველ ნახევარში სასიამოვნო სიახლეები შეიძლება გაიგოთ, რაც თქვენს გეგმებზე იმოქმედებს. ცხადი გახდება, თუ რომელი საქმე უნდა აქციოთ პრიორიტეტად და რომელი – გადადოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები. დღის მეორე ნახევარში დაგროვებულ საქმეებს მიხედეთ, ასევე ორგანიზაციულ საკითხებს. ზოგადად, ძალზე დამღლელი პერიოდი იქნება, მაგრამ – ნაყოფიერი.ლომი: დღე კარგად ჩაივლის, თუ გულისყურს მიაპყრობთ იმ საქმეებს, რომლებთან გამკლავებაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ და სხვისი დახმარება არ გჭირდებათ. სადაც ვინმესთან თანამშრომლობაა საჭირო, იქ დაყოვნება და გაუგებრობა გარდაუვალია. ზოგიერთს ეს გააღიზიანებს, მაგრამ ბევრი ამას იუმორით შეხედავს. ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ საქმეებს. ოჯახის წევრებს დახმარება სჭირდებათ.ქალწული: მრავალი სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ – სასიხარულო შეხვედრები, საჩუქრები. თავს შეგახსენებენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. გექნებათ ძველი საქმიანი ურთიერთობების აღდგენის შანსი. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს. შეყვარებულები ბევრ რამეზე შეძლებენ შეთანხმებას. საღამო კარგი დროა ერთობლივი სამომავლო გეგმების დასაწყობად.სასწორი: ნუ იქნებით ძალიან მიმნდობი. ეს ის დღეა, როცა უნდა შეამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია, იხელმძღვანელოთ საკუთარი გამოცდილებით და ჯანსაღი აზრით და არა გარშემომყოფების რჩევებით. გაგიჩნდებათ ახალი თამამი და ორიგინალური იდეები, მაგრამ სანამ მათ რეაქლიზებას შეუდგებით, კიდევ ერთხელ კარგად გადაამოწმეთ, რომ რამე სუსტი ადგილი არ გამოგრჩეთ. რადგანაც წვრილმანებზე გეფანტებათ ყურადღება, დღეს არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.მორიელი: დღის პირველი ნახევარი იღბლიანი და ნაყოფიერი იქნება. შესაფერისი დროა სამუშაოსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განსახილველად. სწორად გაანაწილებთ პრიორიტეტებს და გამოიტანთ სწორ დასკვნებს. ასევე წარმატებულად ჩაივლის დღის მეორე ნახევარი, მაგრამ ამ პერიოდში მოვლენები უფრო ნელა განვითარდება. ამან შეიძლება გაგაღიზიანოთ. ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ.მშვილდოსანი: განსაკუთრებით მგრძნობიარე მშვილდოსნებს ეს დღე შეიძლება უსიამოვნოდ მოგეჩვენოთ. დაგღლით ურთიერთობები, გაგაღიზიანებთ ძველი ნაცნობების კრიტიკული შენიშვნები. ხანდახან გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ არაკეთილმოსურნეებით ხართ გარშემომრტყმული. ეცადეთ, პოზიტივზე გადაიტანოთ აქცენტი და ყურადღება მიაქციოთ სასიამოვნო სიახლეებს, ახალ სასიახრულო ინფორმაციებს.თხის რქა: ჩვეული სამუშაოც კი დღეს უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს თქვენგან. განეწყვეთ სერიოზულად, თუნდაც მხოლოდ მარტივი საქმეები გქონდეთ დაგეგმილი და ეცადეთ, არც ერთი უმცირესი დეტალიც კი არ გამოგეპაროთ მხედველობიდან. ბევრ თქვენგანს ექნება შანსი, ისწავლოს რამე სასარგებლო, მიიღოს ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.მერწყული: არცთუ საუკეთესო დროა შორს მიმავალი გეგმების დასაწყობად. მოგწონთ ოცნება, ფანტაზია, რაც არსებული ვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში გიშლით ხელს. არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, მათი რეალიზება. ცოტა დაიცადეთ, რომ ყველაფერი კარგად მოიფიქროთ. მოახერხებთ დასვენებას, დროის ახლობლებთან გატარებას, რაც დიდ სიხარულს მოგანიჭებთ.თევზები: ყურადღებით იყავით გარშემომყოფების მიმართ. რასაც დღეს სხვებისთვის კარგს გააკეთებთ, თქვეც წაგადგებათ. გექნებათ შანსი, რომ გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ საინტერესო ადამიანებს. მათზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. არაა გამორიცხული, მათგან მალე საინტერესო წინადადება მიიღოთ. მოთმინება გმართებთ, რადგან მოვლენები იმაზე ნელა ვითარდება, ვიდრე თქვენ გეგმავდით.
https://sputnik-georgia.com/20210830/zodiaqos-yvelaze-qarizmatuli-nisnebi-258887116.html
https://sputnik-georgia.com/20180817/yvelaze-genialuri-zodiaqos-niSnebi-241732612.html
https://sputnik-georgia.com/20200422/bumerangis-principi-zodiaqos-niSnebisTvis-248299163.html
https://sputnik-georgia.com/20200623/gaTvalva-jado-wyevla-248795362.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24007/24/240072492_135:0:1784:1237_1920x0_80_0_0_33b81a9d0823e7cfaf29a746063df45a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 აგვისტო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 31 აგვისტოა, სამშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დღის დასაწყისში ყველას გამოადგება დიპლომატიური უნარები, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მწვავე სიტუაციების მოგვარება. მოგვიანებით საქმიანობის დრო დაგება, განსაკუთრებით კარგი პერიოდია ბოლო დროს დაუსრულებელი საქმეების დასამთავრებლად.
ვერძი: არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში არ ივარგებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან რამის კარდინალურად შეცვლა. უმჯობესია მარტივი და უკვე კარგად ცნობილი საქმეების გაკეთება. ასე თავს აარიდებთ სირთულეებსა და შეცდომებს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი პერიოდი იქნება. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც თქვენ წინაშე ახალ ჰორიზონტებს გახსნის.
კურო: შესანიშნავი დღეა. ცდილობთ, რო დრო ფუჭად არ დაკარგოთ, სასარგებლო საქმეებს აკეთებთ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფებისთვის. კარგად გაუმკლავდებით როგორც რუტინულ სამუშაოს, ისე ახალ საქმეებს. წარმოაჩენთ ისეთ ნიჭს, რომლის შესახებაც აქამდე სხვებმა არაფერი იცოდნენ. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, რომელიც, დიდი ალბათობით, სერიოზულ სახეს მიიღებს.
ტყუპი: ყურადღებით იყავით. არცთუ მარტივი დღეა, მაგრამ ის ძალიან წარმატებული იქნება, თუ თავს გააკონტროლებთ და პროვოკაციებს არ წამოეგებით. ცდუნებები ჩვეულებრივზე მეტი შეიძლება იყოს, მაგრამ არ აჰყვეთ საეჭვო სურვილებს. მოგვიანებით გამოჩნდება საფრთხეები და საკუთარ თავს მადლობას ეტყვით თავშეკაევბისთვის. მოერიდეთ უაზრო საუბრებს, ჭორების მოყვარულებს – რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებთ საკუთარ თუ სხვების საქმეებზე, მით უკეთესი.
კირჩხიბი: დღის პირველ ნახევარში სასიამოვნო სიახლეები შეიძლება გაიგოთ, რაც თქვენს გეგმებზე იმოქმედებს. ცხადი გახდება, თუ რომელი საქმე უნდა აქციოთ პრიორიტეტად და რომელი – გადადოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები. დღის მეორე ნახევარში დაგროვებულ საქმეებს მიხედეთ, ასევე ორგანიზაციულ საკითხებს. ზოგადად, ძალზე დამღლელი პერიოდი იქნება, მაგრამ – ნაყოფიერი.
ლომი: დღე კარგად ჩაივლის, თუ გულისყურს მიაპყრობთ იმ საქმეებს, რომლებთან გამკლავებაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ და სხვისი დახმარება არ გჭირდებათ. სადაც ვინმესთან თანამშრომლობაა საჭირო, იქ დაყოვნება და გაუგებრობა გარდაუვალია. ზოგიერთს ეს გააღიზიანებს, მაგრამ ბევრი ამას იუმორით შეხედავს. ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ საქმეებს. ოჯახის წევრებს დახმარება სჭირდებათ.
ქალწული: მრავალი სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ – სასიხარულო შეხვედრები, საჩუქრები. თავს შეგახსენებენ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. გექნებათ ძველი საქმიანი ურთიერთობების აღდგენის შანსი. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს. შეყვარებულები ბევრ რამეზე შეძლებენ შეთანხმებას. საღამო კარგი დროა ერთობლივი სამომავლო გეგმების დასაწყობად.
სასწორი: ნუ იქნებით ძალიან მიმნდობი. ეს ის დღეა, როცა უნდა შეამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია, იხელმძღვანელოთ საკუთარი გამოცდილებით და ჯანსაღი აზრით და არა გარშემომყოფების რჩევებით. გაგიჩნდებათ ახალი თამამი და ორიგინალური იდეები, მაგრამ სანამ მათ რეაქლიზებას შეუდგებით, კიდევ ერთხელ კარგად გადაამოწმეთ, რომ რამე სუსტი ადგილი არ გამოგრჩეთ. რადგანაც წვრილმანებზე გეფანტებათ ყურადღება, დღეს არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
მორიელი: დღის პირველი ნახევარი იღბლიანი და ნაყოფიერი იქნება. შესაფერისი დროა სამუშაოსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განსახილველად. სწორად გაანაწილებთ პრიორიტეტებს და გამოიტანთ სწორ დასკვნებს. ასევე წარმატებულად ჩაივლის დღის მეორე ნახევარი, მაგრამ ამ პერიოდში მოვლენები უფრო ნელა განვითარდება. ამან შეიძლება გაგაღიზიანოთ. ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ.
მშვილდოსანი: განსაკუთრებით მგრძნობიარე მშვილდოსნებს ეს დღე შეიძლება უსიამოვნოდ მოგეჩვენოთ. დაგღლით ურთიერთობები, გაგაღიზიანებთ ძველი ნაცნობების კრიტიკული შენიშვნები. ხანდახან გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ არაკეთილმოსურნეებით ხართ გარშემომრტყმული. ეცადეთ, პოზიტივზე გადაიტანოთ აქცენტი და ყურადღება მიაქციოთ სასიამოვნო სიახლეებს, ახალ სასიახრულო ინფორმაციებს.
თხის რქა: ჩვეული სამუშაოც კი დღეს უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს თქვენგან. განეწყვეთ სერიოზულად, თუნდაც მხოლოდ მარტივი საქმეები გქონდეთ დაგეგმილი და ეცადეთ, არც ერთი უმცირესი დეტალიც კი არ გამოგეპაროთ მხედველობიდან. ბევრ თქვენგანს ექნება შანსი, ისწავლოს რამე სასარგებლო, მიიღოს ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.
მერწყული: არცთუ საუკეთესო დროა შორს მიმავალი გეგმების დასაწყობად. მოგწონთ ოცნება, ფანტაზია, რაც არსებული ვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში გიშლით ხელს. არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, მათი რეალიზება. ცოტა დაიცადეთ, რომ ყველაფერი კარგად მოიფიქროთ. მოახერხებთ დასვენებას, დროის ახლობლებთან გატარებას, რაც დიდ სიხარულს მოგანიჭებთ.
თევზები: ყურადღებით იყავით გარშემომყოფების მიმართ. რასაც დღეს სხვებისთვის კარგს გააკეთებთ, თქვეც წაგადგებათ. გექნებათ შანსი, რომ გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ საინტერესო ადამიანებს. მათზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. არაა გამორიცხული, მათგან მალე საინტერესო წინადადება მიიღოთ. მოთმინება გმართებთ, რადგან მოვლენები იმაზე ნელა ვითარდება, ვიდრე თქვენ გეგმავდით.