დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 აგვისტო

© Facebook / Nukriani Lavenderლავანდების მინდორი
ლავანდების მინდორი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 30 აგვისტოა, ორშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღის დასაწყისში ბევრს გამოადგება დიპლომატიური ტალანტი, რომლის წყალობითაც შეძლებს ურთიერთობების მოგვარებას ადამიანებთან, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. შეიძლება გადაწყდეს დიდი ხნის პრობლემები. მოგვიანებით დადგება დრო, როდესაც საჭიროა გადადებული საქმეების დასრულება. შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. კარგი დღე საყიდლებისთვის, თუმცა არა ძვირადღირებული ნივთების შესაძენად.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 აგვისტო>>
ვერძი: კარგი დღეა ახალი წამოწყებებისთვის. შესაძლებელია ახალ წინადადებებზე დათანხმება ბევრი ფიქრის გარეშე. ასევე შესანიშნავი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თუ გინდათ ვინმეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, ამას იოლად მოახერხებთ. ადვილად პოულობთ საერთო ენას საყვარელ ადამიანთან. შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.
ციფრები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ
კურო: ხართ ენერგიული, მტკიცე და თავდაჯერებული. ვერანაირი დაბრკოლება ვერ გაიძულებთ, უარი თქვათ ჩანაფიქრზე. სიამოვნებით ეხმარებით მათ, ვინც დახმარებას გთხოვთ. კარგი დღეა ინიციატივის გამოსაჩენად – გარშემომყოფები მხარს დაგიჭერენ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ნათესავებთან ურთიერთობები, ოჯახური ღონისძიებების გამართვა, საერთო საკითხების განხილვა, მათ შორის ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებით.
ტყუპი: დღის დასაწყისში მნიშვნელოვანი საკითხები არ გადაჭრათ – ამ დროს ემოციებია მომძლავრებული და მათი გავლენით შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ და ეს შემდეგ სანანებელი გაგიხდეთ. დღის მეორე ნახევარი იღბლიანი დროა. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება. მოგეცემათ ძველი რომელიმე ურთიერთობების აღდგენის შანსი, მოსალოდნელია შერიგება ნაჩხუბარ ადამიანთან.
კირჩხიბი: კარგი დღეა, რომ იფიქროთ რამე მნიშვნელოვანზე, ახლობლებთან იმსჯელოთ სერიოზულ საკითხებზე. ხართ გონებამოკრებილი, გაქვთ საკუთარი ძალების იმედი და არა ვითარებების იღბლიანი თანხვედრის. ეს შეცდომებისგან და ცრუ მოლოდინებისგან თავის არიდებისა საშუალებას მოგცემთ. არ უნდა დაივიწყოთ დასვენება და ძალების აღდგენა. საღამოს შეგიძლიათ არაძვირადღირებული ნივთების შეძენა.
მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2019
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები
ლომი: არ დაკარგოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. ეს განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარს ეხება, როდესაც თავის გაკონტროლება ჭირს. გარშემომყოფებს ყოველთვის სწორად არ ესმით თქვენი. ამ დროს იუმორის გრძნობა მხსნელად მოგევლინებათ. დღის მეორე ნახევარი ბევრად მარტივი იქნება. გაგიუმჯობესდებათ განწყობა და ირგვლივ მყოფებთანაც მოგვარდება ურთიერთობები. მოსალოდნელია სიურპრიზები, მათ შორის რომანტიკული.
ქალწული: დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მცირე დანაკარგები, დასანანი გაუგებრობები. არახელსაყრელი დროა საყიდლებისთვის, რადგან ფულს უყაირათოდ ეკიდებით. დროთა განმავლობაში მოიმატებს პოზიტიური ტენდენცეიბი. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა რთულ საკითხებზე ფიქრის, ახლობლებთან მათი განხილვისთვის. თუნდაც მსჯელობის დროს ცხარე კამათი წარმოიშვას, კონფლიქტების თავიდან არიდებას მაინც მოახერხებთ.
სასწორი: შესანიშნავი დღე გელოდებათ. ბევრი რამ იმაზე იღბლიანად განვითარდება, ვიდრე ელოდებოდით. ხართ ყურადღებიანი და ხელიდან არ უშვებთ მოცემულ შანსებს. შეგიძლიათ ადრე დასახული მიზნის მიღწევა. ადვილად ამყარებთ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან, მათი კარგად გესმით. შეგიძლიათ დაასრულოთ გაჭიანურებული კონფლიქტი ან დავა ადამიანებთან.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2019
ზოდიაქოს ყველაზე მოსაწყენი ნიშნები
მორიელი: ძალიან კარგი დღეა იმისთვის, რომ მოაწესრიგოთ სახლი და გადაყაროთ უსარგებლო ნივთები. მარტივი და ჩვეული საქმეები დაგეხმარებათ, რომ კონსტრუქციულად განეწყოთ. ბევრი თქვენგანი შეძლებს გაერკვეს თავის გრძნობებსა და სურვილებში და განსაზღვრაში, თუ რისი გაკეთება ღირს უახლოეს მომავალში. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, რადგან ბევრ ადამიანს მოსწონს თქვენი გულწრფელობა.
მშვილდოსანი: მრავალფეროვანი და დატვირთული დღეა. გიწევთ ბევრ ადამიანთან ურთიერთობები დამათტან საერთო ენის გამონახვა. ამას შესანიშნავად მოახერხებთ. შეიძლება იპოვოთ ახალი მოკავშირეები. საერთო საქმეები დაგაახლოებთ და შეიძლება ახალი მეგობრებიც შეიძინოთ. არ არის გამორიცხული, რომ სტუმარი გეწვიოთ. ბევრ თქვენგანს მოუწევს საქმეების გადადება, მაგრამ ეს განწყობას არ გაგიფუჭებთ.
თხის რქა: ნერვიულობა და მღელვარება გელოდებათ. ხანდახან ამის მიზეზი გაქვთ, მაგრამ ხშირად საქმე წვრილმანებს ეხება და მათ ძალიან სერიოზულად ეკიდებით. კარგი იქნება, თუ გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელიც მხარს დაგიჭერთ და კარგ რჩევას მოგცემთ. გააკეთეთ მარტივი ყოველდღიური საქმეები – ეს უსიამოვნო ფიქრებისგან მოგწყვეტთ და გაგახარებთ ის, რომ შედეგს მალე მიიღებთ.
ყაყაჩო - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
რომანტიკოსი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: იღბლიანი დღე გელოდებათ. ბევრი საკითხი, რომელზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობდით, შეიძლება თავისთავად გადაწყდეს და თან თქვენთვის ხელსაყრელად. არაა გამორიცხული, რომ თქვენ მხარეს დადგნენ ადამიანები, რომლებიც მეტოქეებად მიგაჩნდათ.მათი მხარში დგომა ძალიან დროული აღმოჩნდება. შესაძლებელია მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
თევზები: მშფოთვარე, მაგრამ მაინც კარგი დღე გელოდებათ. ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ. შესაძლოა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის შემცველი რამ გაიგოთ, ამიტომ მისი შემოწმება ნამდვილად უპრიანი იქნება. ეს სიახლე დაგეხმარებათ, რომ რამე არაერთგვაროვან ვითარებაში გაერკვეთ. ხართ ენთუზუაზმით სავსე. კარგი სიახლეები ელოდება მათ, ვინც ბოლო დროს რამე ფინანსური ან ქონებრივი საკითხსი გადაჭრას ელოდა.
ყველა ახალი ამბავი
0