https://sputnik-georgia.com/20210829/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-29-agvisto-258878434.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 აგვისტო
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 აგვისტო
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 29.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-29T00:15+0400
2021-08-29T00:15+0400
2021-08-29T08:38+0400
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24179/31/241793167_0:1:1920:1081_1920x0_80_0_0_08634e416445856f6a497e209cc9562f.jpg
დღეს 2021 წლის 29 აგვისტოა, კვირა. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.განცდებისა და ძლიერი ემოციების დღეა. წონასწორობა ყველაზე ცივი გონების მფლობელებმაც შეიძლება დაკარგონ. ყოველთვის ადვილი არაა გარშემომყოფებთან ურთიერთობები. დღის მეორე ნახევარში შედარებით სიმშვიდე დაისადგურებს. შესაძლებელი იქნება საქმიანობაც და სერიოზული საუბრებიც.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 აგვისტო>>ვერძი: რაც არ უნდა გააკეთოთ, ვისთანაც არ უნდა გქონდეთ საქმე, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, პროვოკაციების უგულებელყოფა, ენაზე კბილის დაჭერა. სჯობს, გადადოთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. წინდახედულება და სიფრთხილე განსაკუთრებით აუცილებელია ფინანსურ საკითხებში. არ იჩქაროთ ფულის დახარჯვა, განსაკუთრებით მოერიდეთ სპონტანურად რამის ყიდვას.კურო: დატვირთული დღეა. ბევრი საქმეა. გააზრებული გაქვთ, რომ დროის ფუჭად დაკარგვა არ ღირს. მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ, რომ ხანდახან დასვენებაა საჭირო, რომ ძალები აღიდგინოთ. შესაფერისი დღეა მცირე მგზავრობის, გარემოს გამოცვლისთვის. წაგადგებათ ახალი ადგილების მონახულება, მიიღებთ კაშკაშა ემოციებს. საღამო კარგი დროა სამომავლო გეგმებზე დასაფიქრებლად.ტყუპი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. გრძნობთ, რომ შეუძლებელია არაფერია და არც ცდებით. მართლაც შეგიძლიათ ბევრი რამის გაკეთება. ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი. ეცადეთ, არც ერთი საინტერესო შესაძლებლობა არ გაუშვათ ხელიდან, ხშირად გამოიჩინოთ ინიციატივა, აჩვენოთ გარშემომყოფებს თქვენი ლიდერული თვისებები.კირჩხიბი: კარგი დღეა იმისთვის, რომ რამე ახალი წამოიწყოთ. სწრაფად ერკვევით ყველაფერში, ბევრ რამეს გზადაგზა სწავლობთ, იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს უმოკლეს დროში. არ გიღალატებთ ინტუიცია, ასევე სასარგებლო აღმოჩნდება გარშემომყოფების რჩევები. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა. შესაძლებელია მეგობრული ან პარტნიორული ურთიერთობების დაწყება. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული სიურპრიზები გელოდებათ.ლომი: დღის დასაწყისი მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება. კარგი დროა რამე ახლის დასაწყებად. შესანიშნავად უმკლავდებით რთულ საქმეებს. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. ამ დროს სჯობს, გადაღლილობას მოერიდოთ – ნუ გამოცდით თავს სიმტკიცეზე. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეების გაგება. ბევრ თქვენგანს ექნება საშუალება, დრო საყვარელ ადამიანთან გაატაროს.ქალწული: ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ. ნამდვილად არახელსაყრელი დღეა სპონტანური შენაძენისთვის, ნაჩქარევად გარიგების დადებისთვის. დეტალურად შეისწავლეთ ნებისმიერი დოკუმენტი, სანამ მას ხელს მოაწერთ. ეცადეთ, არავის არაფერს დაჰპირდეთ, თუ ოდნავ მაინც ეჭვი გეპარებათ მის შესრულებაში. დანარჩენში ხელსაყრელი დღეა. გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრები. დღეს გაგიადვილდებათ სწავლა.სასწორი: რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. თუ ყველაფრის გამო არ ინერვიულებთ, მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს და მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ მიზანს. ხანდახან წვრილმანები ყურადღებას გიფანტავთ და სათანადოდ ვეღარ აკეთებთ მნიშვნელოვან საქმეს. კარგად ჩაივლის მგზავრობა. გარემოს გამოცვლა წაგადგებათ, შეძლებთ დასვენებას და ძალების აღდგენას. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები.მორიელი. საკმაოდ მშფოთვარე დღეა. წვრილმანები გულთან ახლოს მიგაქვთ და სულიერ წონასწორობას კარგავთ. საბედნიეროდ, გვერდით გყავთ ადამიანი, რომელიც მხარში ამოგიდგებათ და სასარგებლო რჩევებს მოგცემთ. რუტინული საქმეების გათების სურვილი არ გაქვთ, ისინი განსაკუთრებით მოსაწყენად გეჩვენებათ დღეს, მაგრამ მათი ნაწილი შეგიძლიათ სხვებს გადააბაროთ. საღამოს ეცადეთ, ოჯახურ გარემოში ან მეგობრებთან ერთად იმხიარულოთ.მშვილდოსანი: დილით არ იჩქაროთ ფინანსური და ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. რამდენადმე ქარაფშუტულად მოქმედებთ და ხშირად იღბალს ენდობით. ამან სავალალო შეცდომები შეიძლება დაგაშვებინოთ. დროთა განმავლობაში გაიზრდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და მკაფიოდ ჩამოგიყალიბდებათ აზრი, როგორ უნდა იმოქმედოთ. დანარჩენს რაც შეეხება, კარგი დღეა. განსაკუთრებით გაუმართლებს შეყვარებულებს.თხის რქა: ჭარბობს პოზიტიური ტენდენციები, დღე იღბლიანად განვითარდება. თავს თავისუფლად და თავდაჯერებულად იგრძნობთ. შეიძლება გაჩნდეს ახალი გეგმები, რომლებიც სანდო ადამიანებთან შეგიძლიათ განიხილოთ. შესაძლებელი იქნება ძველ ნაცნობებთან შეხვედრა, საინტერესო თემებზე მსჯელობა. ასევე კარგი დღეა ნათესაური კავშირების გასამტკიცებლად, ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად.მერწყული: წვრილმანებს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ახლა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ, რომ დეტალებმა გონება სერიოზული საკითხიდან სხვა რამეზე არ გადაგატანინოთ. დაფიქრდით და გაანაწილეთ პრიორიტეტები – რისი გაკეთებაა ახლა საჭირო და რისი გადადება შეიძლება. თვალი ადევნეთ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. შესაძლოა, სხვის შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლოთ.თევზები: საკმაოდ მშფოთვარე დღეა. წვრილმანები ხშირად მიგაქვთ გულთან ახლოს, ნერვიულობთ და წონასწორობას კარგავთ. საბედნიეროდ, გვერდში ამოგიდგებიან ახლობლები და გაგამხნევებენ. ძალას მოგცემთ მეგობრებთან ურთიერთობები. ისინი ასევე დაგეხმარებიან რუტინული საქმეების გაკეთებაში, რადგან თქვენთვის ეს ძალიან დამღლელი და მოსაწყენია. არახელსაყრელი დღეა მგზავრობის, დოკუმენტების გაფორმებისთვის.
https://sputnik-georgia.com/20210826/sauketeso-megobrebi-zodiaqos-mixedvit-top-xuteuli-258666775.html
https://sputnik-georgia.com/20210826/numerologiis-magia-tu-gindat-fuli-moizidot-258620449.html
https://sputnik-georgia.com/20190409/rogori-dasveneba-uyvarT-zodiaqos-niSnebs-244879392.html
https://sputnik-georgia.com/20190328/kriminaluri-talanti-zodiaqos-niSnis-mixedviT-244781164.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24179/31/241793167_239:0:1680:1081_1920x0_80_0_0_2f8a107034ae0e1773777c630d73db78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 აგვისტო
00:15 29.08.2021 (განახლებულია: 08:38 29.08.2021) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 29 აგვისტოა, კვირა. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
განცდებისა და ძლიერი ემოციების დღეა. წონასწორობა ყველაზე ცივი გონების მფლობელებმაც შეიძლება დაკარგონ. ყოველთვის ადვილი არაა გარშემომყოფებთან ურთიერთობები. დღის მეორე ნახევარში შედარებით სიმშვიდე დაისადგურებს. შესაძლებელი იქნება საქმიანობაც და სერიოზული საუბრებიც.
ვერძი: რაც არ უნდა გააკეთოთ, ვისთანაც არ უნდა გქონდეთ საქმე, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, პროვოკაციების უგულებელყოფა, ენაზე კბილის დაჭერა. სჯობს, გადადოთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. წინდახედულება და სიფრთხილე განსაკუთრებით აუცილებელია ფინანსურ საკითხებში. არ იჩქაროთ ფულის დახარჯვა, განსაკუთრებით მოერიდეთ სპონტანურად რამის ყიდვას.
კურო: დატვირთული დღეა. ბევრი საქმეა. გააზრებული გაქვთ, რომ დროის ფუჭად დაკარგვა არ ღირს. მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ, რომ ხანდახან დასვენებაა საჭირო, რომ ძალები აღიდგინოთ. შესაფერისი დღეა მცირე მგზავრობის, გარემოს გამოცვლისთვის. წაგადგებათ ახალი ადგილების მონახულება, მიიღებთ კაშკაშა ემოციებს. საღამო კარგი დროა სამომავლო გეგმებზე დასაფიქრებლად.
ტყუპი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. გრძნობთ, რომ შეუძლებელია არაფერია და არც ცდებით. მართლაც შეგიძლიათ ბევრი რამის გაკეთება. ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი. ეცადეთ, არც ერთი საინტერესო შესაძლებლობა არ გაუშვათ ხელიდან, ხშირად გამოიჩინოთ ინიციატივა, აჩვენოთ გარშემომყოფებს თქვენი ლიდერული თვისებები.
კირჩხიბი: კარგი დღეა იმისთვის, რომ რამე ახალი წამოიწყოთ. სწრაფად ერკვევით ყველაფერში, ბევრ რამეს გზადაგზა სწავლობთ, იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს უმოკლეს დროში. არ გიღალატებთ ინტუიცია, ასევე სასარგებლო აღმოჩნდება გარშემომყოფების რჩევები. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა. შესაძლებელია მეგობრული ან პარტნიორული ურთიერთობების დაწყება. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული სიურპრიზები გელოდებათ.
ლომი: დღის დასაწყისი მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება. კარგი დროა რამე ახლის დასაწყებად. შესანიშნავად უმკლავდებით რთულ საქმეებს. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. ამ დროს სჯობს, გადაღლილობას მოერიდოთ – ნუ გამოცდით თავს სიმტკიცეზე. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეების გაგება. ბევრ თქვენგანს ექნება საშუალება, დრო საყვარელ ადამიანთან გაატაროს.
ქალწული: ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ. ნამდვილად არახელსაყრელი დღეა სპონტანური შენაძენისთვის, ნაჩქარევად გარიგების დადებისთვის. დეტალურად შეისწავლეთ ნებისმიერი დოკუმენტი, სანამ მას ხელს მოაწერთ. ეცადეთ, არავის არაფერს დაჰპირდეთ, თუ ოდნავ მაინც ეჭვი გეპარებათ მის შესრულებაში. დანარჩენში ხელსაყრელი დღეა. გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრები. დღეს გაგიადვილდებათ სწავლა.
სასწორი: რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. თუ ყველაფრის გამო არ ინერვიულებთ, მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს და მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ მიზანს. ხანდახან წვრილმანები ყურადღებას გიფანტავთ და სათანადოდ ვეღარ აკეთებთ მნიშვნელოვან საქმეს. კარგად ჩაივლის მგზავრობა. გარემოს გამოცვლა წაგადგებათ, შეძლებთ დასვენებას და ძალების აღდგენას. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები.
მორიელი. საკმაოდ მშფოთვარე დღეა. წვრილმანები გულთან ახლოს მიგაქვთ და სულიერ წონასწორობას კარგავთ. საბედნიეროდ, გვერდით გყავთ ადამიანი, რომელიც მხარში ამოგიდგებათ და სასარგებლო რჩევებს მოგცემთ. რუტინული საქმეების გათების სურვილი არ გაქვთ, ისინი განსაკუთრებით მოსაწყენად გეჩვენებათ დღეს, მაგრამ მათი ნაწილი შეგიძლიათ სხვებს გადააბაროთ. საღამოს ეცადეთ, ოჯახურ გარემოში ან მეგობრებთან ერთად იმხიარულოთ.
მშვილდოსანი: დილით არ იჩქაროთ ფინანსური და ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. რამდენადმე ქარაფშუტულად მოქმედებთ და ხშირად იღბალს ენდობით. ამან სავალალო შეცდომები შეიძლება დაგაშვებინოთ. დროთა განმავლობაში გაიზრდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და მკაფიოდ ჩამოგიყალიბდებათ აზრი, როგორ უნდა იმოქმედოთ. დანარჩენს რაც შეეხება, კარგი დღეა. განსაკუთრებით გაუმართლებს შეყვარებულებს.
თხის რქა: ჭარბობს პოზიტიური ტენდენციები, დღე იღბლიანად განვითარდება. თავს თავისუფლად და თავდაჯერებულად იგრძნობთ. შეიძლება გაჩნდეს ახალი გეგმები, რომლებიც სანდო ადამიანებთან შეგიძლიათ განიხილოთ. შესაძლებელი იქნება ძველ ნაცნობებთან შეხვედრა, საინტერესო თემებზე მსჯელობა. ასევე კარგი დღეა ნათესაური კავშირების გასამტკიცებლად, ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად.
მერწყული: წვრილმანებს დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ახლა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ, რომ დეტალებმა გონება სერიოზული საკითხიდან სხვა რამეზე არ გადაგატანინოთ. დაფიქრდით და გაანაწილეთ პრიორიტეტები – რისი გაკეთებაა ახლა საჭირო და რისი გადადება შეიძლება. თვალი ადევნეთ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. შესაძლოა, სხვის შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლოთ.
თევზები: საკმაოდ მშფოთვარე დღეა. წვრილმანები ხშირად მიგაქვთ გულთან ახლოს, ნერვიულობთ და წონასწორობას კარგავთ. საბედნიეროდ, გვერდში ამოგიდგებიან ახლობლები და გაგამხნევებენ. ძალას მოგცემთ მეგობრებთან ურთიერთობები. ისინი ასევე დაგეხმარებიან რუტინული საქმეების გაკეთებაში, რადგან თქვენთვის ეს ძალიან დამღლელი და მოსაწყენია. არახელსაყრელი დღეა მგზავრობის, დოკუმენტების გაფორმებისთვის.