დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 აგვისტო

CC BY 2.0 / Richard Mortel / Cinque Terre landscapeჩინკვე-ტერე, იტალია
ჩინკვე-ტერე, იტალია - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 28 აგვისტოა, შაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დღემ შესაძლოა ძლიერი განცდები მოიტანოს. ყურადღებას მივაქცევთ იმას, რასაც ადრე ვერც კი ვამჩნევდით, განვიცდით წვრილმანების გამო, უნდა გავაკონტროლოთ, რომ ემოციებმა ჯანსაღ აზრს არ აჯობოს. ბევრს გაუჩნდება ახალი შთაბეჭდილებების მიღების სურვილი. მნიშვნელოვანია, რომ სიფრთხილის გრძნობა არ დავკარგოთ და არ გავრისკოთ იქ, სადაც ამის აუცილებლობა არაა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 აგვისტო
ვერძი: არ იჩქაროთ. დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ყველაფერი კარგად მოიფიქროთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. გეგმების დაწყობისას ეცადეთ ყველა დეტალი გაითვალისწინოთ. ეს უსიამოვნო მომენტებს აგაცილებთ თავიდან. გარშემომყოფები მხარს დაგიჭერენ და დახმარებას შემოგთავაზებენ. დღის მეორე ნახევარში გექნებათ ძველი პრობლემების გადაჭრის საშუალება.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
კურო: მნიშვნელოვანია, რომ კარგად დაისვენოთ, გამოიძინოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ პოზიტიურ განწყობაზე და ენერგიულად იყოთ. ნაშუადღევს ძალზე ნაყოფიერი პერიოდი დაიწყება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ძველი საქმეების დასარულებლად, ისე ახლის დასაწყებად. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეების გაგება, მათ შორის, საინტერესო წინადადების მიღება. გადაწყტვეტილების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ.
ტყუპი: დღის პირველ ნახევარში შესაძლოა გარშემომყოფებთან ურთიერთობები გაგიჭირდეთ. არაა გამორიცხული, რომ, უბრალოდ, მარტო ყოფნა მოგინდეთ. ეს ცუდი არაა – შეძლებთ მნიშვნელოვან საკითხებზე დაფიქრებას, გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღებას და სამომავლო გეგმების დაწყობას. განსხვავებული იქნება დღის მეორე ნახევარი – მსუბუქი, სასიამოვნო სიახლეებითა და საინტერესო შეხვედრებით.
კირჩხიბი: დღის დასაწყისში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ინტუიციის მინიშნებებს მოუსმინოთ. შესაძლოა, გაგიჩნდეთ ბრწყინვალე იდეები, გაარკვიოთ, როგორ გაუმკლავდეთ პრობლემას, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი მოვლენები არ გელოდებათ. შეგიძლიათ ახლობლებთან საერთო საქმეები და გეგმები განიხილოთ.
სუფრა - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2019
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: სრულიად მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო მოვლენები შეიძლება მოხდეს, მათ შორის, უკეთესობისკენ ცვლილებები პირად ურთიერთობებში. უკეთესად გაუგებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. კარგი დღეა სწავლასთან და სამუშაოსთან დაკავშირებული გეგმების დასაწყობად. სწორად აფასებთ როგორც სიტუაციას ირგვლივ, ისე საკუთარ ძალებს, ამიტომ ილუზიებს არ ჰყვებით და შეუძლებელს არ ეპოტინებით.
ქალწული: დღეს ძალიან სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ. თქვენი გეგმები შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს და ეს მხოლოდ გაგახარებთ. განწყობას აგიმაღლებთ მოულოდნელი საინტერესო შეხვედრები. ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას სერიოზულად ეკიდებით. ამის წყალობით მძიმე შეცდომებს თავს აარიდებთ. საყიდლებთან დაკავშირებით არ იჩქაროთ – ბევრი რამ მოგწონთ და შეიძლება საუკეთესოს არჩევა გაგიჭირდეთ.
სასწორი: ხელსაყრელი, მაგრამ საკმაოდ მშფოთვარე დღე გელოდებათ. ჩვეულებრივზე ხშირად გიწევთ გეგმების შეცვლა და ეს ყოველთვის არ მოგწონთ. ბევრ თქვენგანს სურს მეტი გარკვეულობა, სიცხადე, მაგრამ ხანდახან ბრმად და იღბალზე მინდობით მოქმედება გიწევთ. არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად გამოგივათ. ენდეთ ინტუიციას. ის მიზნამდე მისვლაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2018
სახუმარო ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები და ხილის სახეობები
მორიელი: დღე მოულოდნელ, მაგრამ ძალზე სასიამოვნო მოვლენებს მოიტანს. შეიძლება გაიგოთ კარგი სიახლეები როგორც თქვენ შესახებ, ისე ახლობელ ადამიანებზე. შეძლებთ ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლას. კარგად უგებთ გარშემომყოფებს და გესმით მათი სურვილებისა და მოლოდინების. კარგი შედეგები გაქვთ იქ, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო.
მშვილდოსანი: მოსალოდნელია რაღაც სასიამოვნო მოვლენები ოჯახში, უკეთესობისკენ ცვლილებები ნათესავებთან ურთიერთობებში. თუ ვინმესთან დაძაბული ურთიერთობა გქონდათ, ახლა საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდებათ. ასევე შესაძლებელია ყოფითი საკითხების სწრაფად გადაჭრა, მაგრამ ეს შეიძლება ხარჯებთან იყოს დამოკიდებული – მაგალითად, მოგიწიოთ ახალი ტექნიკის ყიდვა.
თხის რქა: დღე შეიძლება არასასიამოვნოდ დაიწყოს, მაგრამ ვითარება მალე შეიცვლება უკეთესობისკენ. არ ღირს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, რადგან კამათის სურვილი გაქვთ მოძალებული და თანამოსაუბრეს შეიძლება ყველაფერზე გამოედავოთ. განწყობა მალე გაუმჯობესდება და სიტუაციაც შეიცვლება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ დაელაპარაკოთ იმ ადამიანს, რომელთანაც იკამათეთ და გაუგებრობებს ბოლო მოუღოთ.
ახალგაზრდები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ტოპ-ხუთეული
მერწყული: დღის პირველ ნახევარში ეცადეთ წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ. ძალიან მგრძნობიარე ხართ და ირგვლივ მყოფების სულ მცირე შენიშვნამაც კი შეიძლება გული გატკინოთ, ამოგაგდოთ კალაპოტიდან. დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვლება და თავს ბევრად მშვიდად იგრძნობთ. დაგიბრუნდებათ თავდაჯერებულობა. აცნობიერებთ, რომ შეგწევთ ძალა, სერიოზულ საქმეებს შეეჭიდოთ.
თევზები: დღის დასაწყისში უამრავი იდეა გაგიჩნდებათ, მაგრამ ყველა კარგი არაა, როგორც თქვენ ფიქრობთ. აქედან გამომდინარე, ჩანაფიქრის რეალიზება არ იჩქაროთ, ჯერ ყველაფერი კარგად აწონ–დაწონეთ, იკითხეთ რჩევა. იდეების რეალიზებისთვის უკეთესი დრო მოგვიანებით დადგება. დღის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია დაგროვებული საქმეების მოსაგვარებლად. ყველაფერს სწრაფად გაუმკლავდებით.
ყველა ახალი ამბავი
0